მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი საქართველო – თურქეთის მატჩს დორტმუნდში 10.000 ქართველი გულშემატკივარი ესწრება

საქართველო – თურქეთის მატჩს დორტმუნდში 10.000 ქართველი გულშემატკივარი ესწრება

279
0

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საქომაგოდ, ქართველი გულშემატკივრები გერმანიაში განსაკუთრებულად ემზადებიან.

დორტმუნდში უშუალოდ მატჩს 10 000 ქართველი დაესწრება. გერმანიაში არიან ისეთი ქომაგებიც, ვინც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში თამაშის ბილეთის გარეშე არიან და განწყობას ქალაქის ქუჩებსა თუ დიდ ეკრანებთან შექმნიან.

ქართველი ქომაგები დარწმუნებულები არიან, რომ ისტორიული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდება.

მატჩამდე დორტმუნდში მყოფი გულშემატკივრები ვესტპარკში შეიკრიბებიან, მატჩის დაწყებამდე კი სტადიონამდე მსვლელობას მოაწყობენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას დღეს გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.