მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საშუალოვადიანი პრიორიტეტების დაკომენტის განხილვა

საშუალოვადიანი პრიორიტეტების დაკომენტის განხილვა

275
0

დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულების პროექტის განხილვა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა.
მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2018-2021 წწ საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტი წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს.შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა პრიორიტეტების დაგეგმვის პროცესის გამჭვირვალობაზე, მრჩეველთა საბჭოებისა და დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობასა და რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ბოლოს განხილვაში მონაწილე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა მერიის მიერ მომზადებული დოკუმენტის პროექტი. აღინიშნა, რომ დოკუმენტზე მუშაობისას მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და აზრის გათვალისწინება.
საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დასახული პრიორიტეტების, ასევე ქალაქ ბათუმში არსებული სიტუაციის ანალიზის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა და განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები: მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია; განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი.
საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის პრეზენტაცია 3 დღის განმავლობაში, პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად გაგრძელდება.