ჩვენს ცხოვრებაში ინტერნეტტექნოლოგიების განივთებამ, XXI საუკუნის ადამიანებს ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაგვიჭრა და ის, რაც წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა გუშინ, დღეს ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივ ატრიბუტად აქცია. ერთი ალგორითმი და მთელი მსოფლიო შენს თვალწინაა, ზღაპრული „ჯადოსნური სარკე“ თუ „მფრინავი ხალიჩა“ უკვე რეალობაა და ის თითოეული ჩვენგანის განუყრელი „მეგობარი“ კომპიუტერია… ჩვენ ამ წერილში არ ვაპირებთ კიბერნეტიკის ამოუწურავ შესაძლებლობებზე საუბარს, მაგრამ ის, რაზეც ახლა უნდა გიამბოთ, მართლაც უნიკალური შემთხვევაა…
უმაღლესი განათლების მიღება ჩვენში დიდ ძალისხმევასთან, მისაღები გამოცდების ჩაბარებასთან, წლების მანძილზე ინსტიტუტში სიარულთან და კოლოსალურ ხარჯებთან ასოცირდება, რაც სრულიად შეცვალა თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ამიერიდან სწავლას მოწყურებულ ადამიანებს სრულიად ახლებური მეთოდით შეუძლიათ ონლაინრეჟიმში მიიღონ საუნივერსიტეტო განათლება.
მიმდინარე წელს საქართველოში გაიხსნა და წარმატებით ფუნქციონირებს წმინდა კლემენტის უნივერსიტეტი, რომელიც ავსტრალიის სახელმწიფოში არსებული სტ .ცლემენტს უნივერსიტყ-ის ფილიალია. სწორედ ეს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს დაუსწრებელ უმაღლეს განათლებას. მისი კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო, ლიცენზირებულ, აკრედიტირებულ დიპლომს, რომლითაც შეუძლიათ დასაქმდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურებში. სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე ონლაინ რეჟიმში.
ვესაუბრებით – უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მენეჯერს და სრულიად მინდობილ პირს, ფსიქოლოგსა და თურქოლოგს ცისანა ხარაბაძეს.
– წმინდა კლემენტის უნივერსიტეტი (სტ. ცლემენტს უნივერსიტყ) დაარსდა 1995–წელს ავსტრალიაში, კერძოდ ქ. სიდნეიში. პირველად უნივერსიტეტი აღიარა ინგლისის დედოფალმა ელიზაბედ პირველმა. დღეს-დღეობით უნივერსიტეტი მსოფლიოს 90 ქვეყანაში ფუნქციონირებს. ამჟამად ჩვენს უნივერსიტეტში შეგიძლიათ მიიღოთ განათლება შემდეგ ფაკულტეტებზე: ფსიქოლოგია, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო მენეჯმენტი, პოლიტოლოგია, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. უნივერსიტეტში ჩარიცხვა გამოცდების გარეშე ნებისმიერ დროს შეიძლება.
– რა პერიოდს მოიცავს სწავლების კურსი?
– სწავლება ბაკალავრიატისთვის 4 წლიანია, ხოლო მაგისტრატურა და დოქტორანტურა 2 წელი.
– ჩვენთვის, ქართველებისთვის ცოტათი წარმოუდგენელია სტუდენტობა ონლაინრეჟიმში… მაინც როგორ ხდება ყოველივე?
– უნივერსიტეტის ვებ. გვერდზე: (www.stclements.eu; www. stclements.edu) განთავსებულია სტუდენტზე მორგებული სასწავლო პროგრამა, რომელშიც მითითებულია ის ლიტერატურა, რაც უნდა შეისწავლოს ამა თუ იმ ფაკულტეტის სტუდენტმა. გამოცდებიც ბარდება ინტერნეტითვე, შესაბამის კითხვებზე პასუხის გაცემით ანუ ტესტირებით.
– ეს განსაკუთრებით იდეალურია შშმ პირებისთვის, მათთვის, ვისაც გადაადგილების (ადაპტაციის) პრობლემა გააჩნია და სურს უმაღლესი განათლების მიღება…
– დიახ. შშმ პირებისთვის მართლაც საუკეთესო შანსია განათლების მისაღებად და თუ მსურველები იქნებიან, შეღავათსაც მივცემთ და სპეციალურ პროგრამასაც შევთავაზებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი სასწავლებელი უნიკალურია იმითაც, რომ სტუდენტს შეუძლია პარალელურად იმუშაოს და თან მიიღოს ხარისხიანი განათლება.
– ცნობს თუ არა ჩვენი სახელმწიფო თქვენი უნივერსიტეტის დიპლომს და სად შეიძლება დასაქმდეს თქვენი კურსდამთავრებული?
– დიპლომი – ინგლისურენოვანია, რომელსაც ცნობს ჩვენი სახელმწიფო და შეგიძლიათ დასაქმდეთ როგორც კერძო, ისე საჯარო სამსახურებში.
– ამჟამად რამდენი სტუდენტი გყავთ და რა თანხას შეადგენს გადასახადი?
– მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლების ეს ფორმა ახლა იკიდებს ფეხს ჩვენში, უკვე გვყავს 8 სტუდენტი, ისინი პარალელურად მუშაობენ და თან იღებენ უმაღლეს განათლებას. რაც შეეხება გადასახადს, წელიწადში 2 ათას 500 ლარს შეადგენს.
– როგორ ხდება ჩარიცხვა და ვის უნდა მიმართონ დაინტერესებულმა პირებმა?
– ჩვენთან ჩასარიცხად საჭიროა ინტერნეტრეგისტრაციის გავლა, ამის შემდეგ აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: საშუალო განათლების ატესტატი (ინგლისურ ენაზე), პირადობის მოწმობა და 2 ფოტოსურათი. ჩვენი მისამართია: ბათუმი, აღმაშენებელის ქ.#13. ტელ: 790 55 01 49; 593 97 15 16; 577 55 01 49
– და ბოლოს, როგორც ვიცით, თქვენი უნივერსიტეტი საკმაოდ საინტერესო ჟურნალებს და წიგნებსაც გამოსცემს…
– დიახ ეს გახლავთ ფსიქოლოგიურ თემებზე მომზადებული წიგნები, სამეცნიერო ნაშრომები, რომელსაც ეწევა უნივერსიტეტის დეკანი, დოქტორი, პროფესორი ბილალ სემიჰ ბოზდემირი. ეს ნაშრომები გათვლილია როგორც სტუდენტებზე, ასევე ძალიან საინტერესოა რიგითი მოქალაქეებისთვისაც. შეძენის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ზემოთ მითითებულ ტელეფონებზე ან მიაკითხონ წიგნის მაღაზიებს.
ნაირა ქობულაძე