წინამდებარე ფოტოზე ქობულეთის ცენტრალური პარკის ცენტრალური ტერიტორიაა აღბეჭდილი (რესტორან „პალმას“ მიმდებარედ არსებული ახალმშენებლობის ზღვის მხარე), რომელიც იქაური ანტისანიტარიის გამო ვერაფრით პასუხობს XXI საუკუნის კურორტის მოთხოვნებს. ტერიტორია პირდაპირი გაგებით ტუალეტადაა ქცეული და წარმოიდგინეთ სიცხეში აქ რაც ხდება… აქ ერთმანეთშია არეული ავტომანქანები, კარვები, ქვეითი და ცხენოსანი… ბიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად კი შორს წასვლა არავის სჭირდება…
არა გვგონია ეს სურათი ჩვენმა არჩეულმა გამგეობამ იცოდეს და ასე, ყურთბალიშზე ეძინოს!