მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი სამეტაპიანი პროექტი წარმატებით განხორციელდა

სამეტაპიანი პროექტი წარმატებით განხორციელდა

451
0

“what is health” – ეს გახლდათ თემა სამეტაპიანი პროექტისა, რომელიც ესტონეთში დაიწყო. პროექტის ფარგლებში სამი ქვეყნის მკვიდრი ატ-ათი – ესტონელი, ქართველი და იტალიელი ახალგაზრდა პირველად ჩრდილოეთის ქვეყანას ესტუმრა და სწორედ ამ მშვენიერი ადგილიდან დაიწყო მათი განათლება მენატლური და ფიზიკური კუთხით. მათ არა ერთი ამა თუ იმ სპორტის პროფესიონალი გაიცნეს და შეიცნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური ჯანმრთელობა.

ესტონეთიდან დაბრუნებული ბავშვები მალევე იტალიას ესტუმრნენ რათა გაეღრმავებინათ და განემტკიცათ ცოდნა რაც აქამდე შეიძინეს. გზად ეცნობოდნენ ერმანეთის კულტურებსაც, ამასთან ერთად ამსხვდრევდნენ სტერეოტიპებს.

იტალიის შემდეგ საქართველოში სტუმრობის დროც დადგა. 25 აპრილიდან – 2 მაისამდე, მცირეწლოვანი ახალგაზრდები, რომლებიც  ორი პროექტის განმავლობაში ერთმანეთთან აღიზარდნენ მცირე დროში, კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ქობულეთში. ამ ეტაპზე ბავშვებმა უკვე თავადვე დაიწყეს აქტივობების შექმნა. თვითონვე ქმნიდნენ სპორტულ აქტივობებსა და გონებრივ თამაშებს. სესიების ძირითადი ნაწილი პარკებში, დაცულ ტერიტორიებში, ბღებსა და სპორტულ მოედნებზე ტარდებოდა. ახალგაზრდებმა მოაწყვეს “მასტერ შეფი” სადაც ერთი და იმავე მასალისგან სხვადასხვა სახის კერძი დაამზადეს.
#whatishealth #Erasmus+ #TyriChildProtectionAssociation #LaFeniceAPS  #YCG