ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა. თანამედროვე ქართველმა კლასიკოსმა მწერალმა სტუდენტებთან თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.
გურამ დოჩანაშვილის წიგნები არაერთ ენაზეა ნათარგმნი, მისი ნაწარმოებების მიხედვით არაერთი კინოფილმი და სპექტაკლია შექმნილი. შეხვედრის ბოლოს გურამ დოჩანაშვილმა სტუდენტებს ავტოგრაფები დაურიგა.
ღონისძიება ბათუმის მერიის ორგანიზებით გაიმართა.