მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება შეხვედრა სარფის მოსახლეობასთან

შეხვედრა სარფის მოსახლეობასთან

235
0

5 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია, სოფელ სარფის კლუბში, მოსახლეობას შეხვდა. ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, რომელიც დიალოგის ფორმატში შედგა, მონაწილეებმა ნინო ჩხეტიასგან მიიღეს ინფორმაცია ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ, პასუხი გაეცა დასმულ კითხვებს და გამოითქვა მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ამ შინაარსის შეხვედრები უკვე შედგა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში. დისკუსიის მიზანია მოსახლეობასა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შორის დიალოგის გამართვა და იგი ხორციელდება პროექტის „დემოკრატიული იდეების განვითარება“ ფარგლებში, NED-ის მხარდაჭერით.