მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან

229
0

დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული თემები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებს, ასევე ტურისტული სეზონისათვის მზადების საკითხებს. შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონსტიტუციის საყოველთაო განხილვაში მიიღებს მონაწილეობს.