ამ წუთებში შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი დავითაძე, საკრებულოს მოადგილედ ვახტანგ ზოიძე აირჩიეს. დღესვე სხდომაზე საკრებულოს კომისიის თავმჯდომრებსაც აირჩევენ. შუახევის საკრებულოში 24 დეპუტატია.19 წევრი კოალიცია ,,ქართულ ოცნებას“ ჰყავს, სამი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ერთი ევროპულ საქართველოს, ასევე ერთი დეპუტატით შევიდა საკრებულოში ,,პატრიოტთა ალიანსი“.