მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი შსს-ს ინფორმაციით რესტორან “რეტროს” მფლობელი დაკავებულია

შსს-ს ინფორმაციით რესტორან “რეტროს” მფლობელი დაკავებულია

1317
0

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით არის დაკავებული.

ცნობისთვის, რესტორან “რეტროს” ყოფილმა მენეჯერმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, “რეტროს” მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.

მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა.