პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატმა ჯუმბერ ვარდმანიძემ ხელვაჩაურის საკრებულოს ორთაბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატ ბადრი ცინციქილაცესთან ერთად, სოფელ ზედა წინსვლის, ქვედა წინსვლისა და ჩელტის მოსახლეობსთან შეხვედრები გამართა.
შეხვედრის ძირითადი თემა სოფლების გაზიფიცირება, შიდა გზების რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება იყო.
ადგილობრივებთან შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ შესაბამისი ადგილის შერჩევის შემდეგ, სოფელში საფეხბურთო სტადიონი აშენდება.
სოფელ ჩელტის მოსახლეობამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ახლადაშენებული სტადიონისთვის მადლობა გადაუხადა და ბაგა-ბაღის მშენებლობის საკითხში დახმარება სთხოვა.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური