ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში გარეგანათებები დამონტაჟდა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაციის პროექტის განსახორციელებლად 266 166 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს. „განათებამ“ აწარმოა.