მთავარი პოლიტიკა ჯადაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ჯადაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

292
0

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა.

ამის  შესახებ, მანქართული ოცნებისსაგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გადადგომამდე, ბრიფინგზე მადლობა გადაუხადასამედიცინო საზოგადოებასა და ჯანდაცვის სამინისტროს, მათ, ვინც პანდემიის პერიოდშიდაუღალავად, 24 საათიანი რეჟიმში შრომობდა.

ტიკარაძემ, საქართველოს მოქალაქეებსაც სიტყვით მიმართა covid-19-ის პანდემიისშეჩერებაში დახმარებისთვის, მადლობა გადაუხადა.

“3-წლიანი საკმაოდ ინტენსიური საქმიანობის შემდეგ, გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორად მივიჩნიეთ, შემდეგიჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია ქართულ ოცნებაში, პოლიტსაბჭოში და აქედანგავამყარო ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები.

ვთვლით, რომ ის პროექტები, რომელიც დაიწყო და განხორციელდა ამით გარკვეულიგანვითარების ეტაპი დაიხურა. ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე“, – განაცხადა ეკატერინეტიკარაძემ

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 3 წლისგანმავლობაში მუშაობდა.