მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან

შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან

361
0

14625516_1329611587071815_2064088098_n ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მხარდაჭერით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციია (IOM) ბათუმის ოფისის წარმომადგენლები ნანა პაპიაშვილი და იულია ბაჯელიძე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს (ფაკულტეტის დეკანი ადამ მახარაძე) და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებს შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრაზე 14627944_1329611563738484_2114504474_nგანიხილეს აქტუალური თემები: ვიზალიბერალიზაცია, ლეგალური მიგრაცია საზღვარგარეთ, სწავლა საზღვარგარეთ, თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში, ტრეფიკინგი. გაიმართა დისკუსია სტუდენტებისათვის საინტერესო საკითხებზე, შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ირმა გაბინაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტების შესახებ, აუდიტორიას ასევე გააცნეს IOM-ის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის პირობები.

თამთა ნაგერვაძე