ათამდე სახანძრო და 60-მდე მაშველი – მეხანძრე ამ წუთებში, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით ხანძრის შედეგად დაღუპული 4 ადამიანის ცხედარი გადასვენებულია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ხოლო ათ დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები, რომლებიც ახდენენ მოქალაქეთა ევაკუაციას და მათთვის დახმარების აღმოჩენას. შენობაში დაგროვილი ძლიერი კვამლის გამო არის ინტოქსიკაციის საფრთხეც, მაშველებმა შეძლეს შენობიდან სილამაზის კონკურსის მონაწილეთა გამოყვანა. ჯერ-ჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა ცეცხლი სასტუმროს კვების ბლოკში გაჩნდა.