მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება 43 დარღვევა დილის 10 საათისთვის

43 დარღვევა დილის 10 საათისთვის

148
0

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 10 საათისთვის უკვე 43 საჩივარი დაიწერა მათი წევრების მიერ. მათი ინფორმაციით, 45-ე უბანში განისაზღვრა კომისიის წევრების ფუნქცია, ამის შემდეგ წილისყრით რეგისტრატორის ფუნქცია ვისაც შეხვდა, მათი პირადი მონაცემები კომისიის თავმჯდომარემ ტელეფონით მიაწოდა უცხო პირებს, ეს კი შესაძლოა ყოფილიყო სუს-ის წარმომადგენელი, რაც ნიშნავს, რომ მმართველი პარტია ცდილობს „კარუსელის დატრიალებას“ – აცხადებენ „ენმ“-ში.