5 ივნისს ქობულეთის კულტურის სახლში გურამ თამაზაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა.
„ქართული ხმების სოლისტი” და ანსამბლ „ალილოს” დამაარსებელი გურამ თამაზაშვილი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენების კავალერი იყო. დღეს იგი ქობულეთში კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
საიუბილეო საღამოში მონაწილეობა მიიღო გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „მხედრულმა“, ანსამბლმა „ქობულეთმა“ და „ბათუმმა“ . შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
საიუბილეო საღამოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ,საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მომღერლის მეგობრები, ოჯახის წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.