25-დან 26 თებერვლის ღამე შავი ასოებით არის ჩაწერილი აზერბაიჯანის ხალხის ისტორიაში. ამ ღამეს სომხურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, 366-ე მოტომსროლელი პოლკის სამხედრო მოსამსახურეთა და ჯავშანტექნიკის დახმარებით, რომლებიც სსრკ-ს დროიდან განთავსებული იყვნენ ქალაქ ხანკენდიში და რომლის სამეთაურო და პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ სომხები, გაანადგურეს ქალაქი ხოჯალი.
ხოჯალიში მომხდარი ტრაგედია იყო არა მარტო გენოციდი აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ, არამედ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სისხლიანი დანაშაული. სომეხი ნაციონალისტების მიერ, აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ ამ მორიგ ხოცვაში, განადგურდა 613 ადამიანი, მათ შორის 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი. ერთ ღამეში 8 ოჯახი მთლიანად განადგურდა, 25-მა ბავშვმა დაკარგა ორივე მშობელი. ტრაგიკული მოვლენების დროს დაშავდა 487 ადამიანი, 1275 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს, 155 ადამიანის ბედი კი ჯერ კიდევ უცნობია.
გენოციდის აქტის დროს განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს 56 ადამიანი, 3 ადამიანი დაიწვა ცოცხლად, გვამებზე იღებდნენ სკალპებს, მათ მოჭრილი ჰქონდათ სხეულის ნაწილები და თავები, ამოთხრილი ჰქონდათ თვალები, ორსულ ქალებს ისრით ჰქონდათ მუცლები გახვრეტილი.
ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ქმედება, რომლის მიზანი გახლდათ ადამიანთა მთლიანად ან ნაწილობრივ ამოხოცვა ეროვნული ნიშნის მიხედვით, ამიტომ საერთაშორისო სამართლის თანახმად ხოჯალის ტრაგედია არის ნამდვილი გენოციდი.
ააზერბაიჯანის მაშინდელმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ ამაზრზენ მოვლენას მისცემოდა პოლიტიკური შეფასება, რათა სისხლიანი ბრძოლის შესახებ ობიექტური ინფორმაცია ყოფილიყო მიწოდებული მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის. მხოლოდ აზერბაიჯანის ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შემდეგ, ამ სისხლიან ტრაგედიას პირველად მიეცა პოლიტიკურ – სამართლებრივი შეფასება. 1994 წელს, ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ინიციატივით, აზერბაიჯანის პარლამენტმა 26 თებერვალი ხოჯალის გენოციდის დღედ გამოაცხადა.
ააზერბაიჯანის დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ საქმიანობას, რათა სიმართლე სომეხი ნაციონალისტების მიერ განხორციელებული დანაშაულების, მათ შორის ხოჯალის ტრაგედიის შესახებ, მიეწოდოს მსოფლიო საზოგადოებრიობას, რათა ეს ტრაგედია აღიარდეს, როგორც გენოციდი. ეს ჩვენი ადამიანური და მოქალაქეობრივი ვალია ხოჯალის შეხიდების (წამებულთა) წინაშე.
ყოველწლიურად, ამ საშინელი ტრაგედიის წლისთავს გულისტკივილით იხსენებენ, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები, ასევე მსოფლიოს სხვა და სხვა სახელმწიფოში მცხოვრები თანამემამულეები, ასევე სხვა მეგობარი ერების წარმომადგენლები. დღეისათვის მსოფლიოს თითქმის 60 ქვეყანაში მიაგებენ პატივს ხოჯალის ტრაგედიის დროს დაღუპულებს, მართავენ პრესკონფერენციებსა და აქციებს, აჩვენებენ ფოტოებსა და ფილმებს, რომლებიც გვიყვებიან სომხების დანაშაულის შესახებ. მსოფლიოს გავლენიან გაზეთებში იბეჭდება სტატიები, სატელევიზიო და რადიო არხებზე შუქდება გადაცემები ტრაგიკული მოვლენების შესახებ.
მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის ტრაგედიის შესახებ სიმართლის მიწოდებაში განსაკუთღებული წვლილი მიუძღვის საერთაშორისო და სააგიტაციო კომპანიას `სამართლიანობა ხოჯალელებს~ (ჟუსტიცე ფორ კჰოდჯალყ), რაც გამოცხადდა ისლამის თანამშრომლობის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფორუმის კულტურათაშორისი დიალოგის გენერალური კოორდინატორის – ლეილა ალიევას ინიციატივით.
ხოჯალის გენოციდის დამნაშავეები, ორგანიზატორები და შემსრულებლები სათანადოდ უნდა დაისაჯონ. დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.
P.S. ხოჯალის ტრაგედიიდან 27 წლისთავი ბათუმშიც აღინიშნა, სპეციალურად ამ დღისათვის შეკრებილ საზოგადოებას სიტყვებით მიმართეს და გენოციდის დეტალებზე ისაუბრეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში პარვიზ ისმაილზადემ და საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა როსტომ გუნთაიშვილმა, შემდეგ კი გაიმართა ხოჯალის ტრაგედიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. აღსანიშნავია, რომ ხოჯალის ტრაგედიას ბათუმში ყოველწლიურად ეხმაურებიან.
ნაირა ქობულაძე