მიმდინარე წლის 1-დან 10 ნოემბრის ჩათვლით, Erasmus+-ის დაფინანსებით, ქობულეთში ჩატარდა გაცვლითი პროექტი: Level-Up Learning. პროექტის მიზანი იყო გახადოს სწავლა უფრო სახალისო, თანამედროვე და ინტერაქციული. ახალგაზრდები ექვსი ქვეყნიდან – პოლონეთიდან, საქართველოდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, ლიეტუვადან და შვედეთიდან – შეუერთდნენ ამ საინტერესო პროექტს.
დღევანდელ დღეს ბევრი ახალგაზრდა აღნიშნავს რომ ტრადიციული სწავლა მოსაწყენია. Level-Up Learning-მა შეცვალა ეს თამაშზე დაფუძნებული სწავლების ახალი თანამედროვე მეთოდებით. მონაწილეებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ შეუძლია თამაშებს და ციფრულ ინსტრუმენტებს გახადონ სწავლა ყველასთვის საინტერესო და მიმზიდველი.
პროექტი დატვირთული იყო ისეთი აქტივობებით, როგორიცაა დისკუსიები, როლური თამაში, სამაგიდო თამაშები, სპორტული და კულტურული საღამოები. მონაწილეებმა შექმნეს სახალისო საგანმანათლებლო აქტივობები, გაიუმჯობესეს პიროვნული და სოციალური ჩვევები, გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი კულტურა თამაშების საშუალებით.
პროექტმა წარმატებით მიაღწია მიზანს და მონაწილეებმა შეიძინეს საგანმანათლებლო თამაშების შექმნის უნარები, ისწავლეს გამოიყენონ თამაშები პოზიტიური გავლენისთვის და აიმაღლეს ცნობიერება თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების შესახებ.
#Erasmusplus #youthexchange #levelup #ycg #wisdomtutoringfactory #integra #antalyagönüllü #kartuprojektai #youthexchange #leveluplearning #naturalintelligence #creativeyouth #InnovedLietuva #MidnimoOrganization