მთავარი სხვადასხვა დავით ჩხარტიშვილი: XI_ა ), ეპილოგი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს...

დავით ჩხარტიშვილი: XI_ა ), ეპილოგი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

10
0
  • დავით, შეგახსენებ  X_მ) ეპიზოდში დადებულ პირობას; რომ მხოლოდ ლაიტმოტივის გარშემო არსებულ საკვანძო კითხვებზე გასცემდი_ღა პასუხს და მოეშვებოდი უთვალავ განტოტებებს. რაც, ტრადიციისამებრ დაარღვიე და არ იკმარე, – გაწელე უსაშველოდ, ბელეტრისტიკაში გავარდი, ერთობ ზედმეტი დიდაქტიკაც ჩართე, მხატვრული ელემენტები და ე.წ. „კარნავალიზაცია“ მიახალე მკითხველს მომდევნო X  ნ) ნაწილშიც. რა_ღა ვთქვა და იქ ხომ მასობრივი მკითხველისთვის საერთოდ უჩვეულო ეკვილიბრისტიკა გამოიჩინე, – რაც ტექსტის ექსპერიმენტალურობით ახსენი. არადა, სრული პოსტმოდერნი გვტენე გზადაგზა. ეს კი, მინიმუმ არათანმიმდევრულია როცა დეკლარირებულად ებრძვი პოსტმოდერნისტულ გამოხატვებს სოც_ველზე და პატივცემულ აუდიტორიაზე ახალი გამრღვევი იდეოლოგიით გაჯერებული მოდერნსტული პროექტი გაქვს დაანონსებული. არ ვარგა-რა მასე და ერწმუნე ჩემს მრავალწლიან გამოცდილებას მედია და სოც_ინჟინერიის სფეროში. მაგიტომაც, ნაკლებად დამაკმაყოფილა შენმა განმარტებებმა-რა! მაგრამ ჯანდაბას, – კეთილი ასეთ რაციონალიზაციას! რადგან ბოლოსკენ, ბოდიში მომიხადე ტექსტის მიზანმიმართული დაბინდებისთვის და მკითხველსაც აღუქვი, რომ სამომავლო შემაჯამებელ ეპიზოდში აღარ განმეორდებოდა მსგავსი რამეები!
  • როგორ არ მახსოვს და ამასთანავე ისიც შეგპირდი ჯემალ, რომ წინარე ეპილოგი მკითხველისთვის ერთობ ნაცნობ, პოზიტივისტურ სტილში მექნება გადაწყვეტილი. ასევე,  იმდენად მკაცრად გავყვებოდი მოცემულ სიტყვას, რომ არც ერთ კლასტერს არ მიეცემოდა თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალება. რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, როდესაც პროგრამული ხასიათი აქვს ციკლს, – ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავ და დამდეგ „ახალ ღერძულ ეპოქაში“ მანიფესტის დატვირთვასაც ანიჭებ.
  • ამასთანავე დავით, შეცდომების კეთილსინდისიერ ინვენტარიზაციასთან ერთად და პირობისამებრ ველი, რომ შენეული ზედმეტი განმარტება-მიბმების მიღმა, „ძველი ღერძული დროიდან“ ისტორიის შემდეგ საფეხურზე გადახვალ ნიუანსების ატომიზაციის გარეშე. ფუნჯის ფართო მოქნევა-გასმით და მაქსიმალურად დაწვრილებული დიაპაზონით ძირითადი კონცეპტის მიმართ. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დაიდოს „ნესტთან და არა ობთან ბრძოლის“ მწყობრი და მშრალი პროექტი არსებული სტანდარტების დაცვით! ზედმიწევნით ისეთი, – როგორიც უნდა იყოს ქრესტომატიული თვალსაზრისით ერის და ბერის თვალში. ბევრი რომ არ გავაგრძელო, – ამ მეგობრულ დამუნათებასთან ერთად, ბარემ სტყორცნის ჩაწოდებასაც არ დაგამადლი და შეგეხიდები მარკესის ერთი კონცეპტუალური აზრით, რომელსაც ნავიგატორად გამოიყენებ იმედია და თან, ჩემი რეკომენდაციების იმპლემენტაციაში მოსახელთადაც გამოგადგება ეს ციტატა / „ისტორია უძირო ჭასავითაა, საიდანაც ვიღებთ სიბრძნეს, სისულელეს, სასარგებლო და უსარგებლო გამოცდილებას, ცოდნასა და აღმოჩენების სიმდიდრეს“_ო!  აი, ეს_ღაა, რისი თქმა მინდოდა შენთვის უვერტიურაში უცილობლად. ჰოდა, ამ ნოტებზე დავასრულოთ_ღა მაშინ ჩვენი კინკლაობა და შევუდგეთ ამავე სულისკვეთებით გაჟღენთილნი საქმეს მეტი „დრაივით“. ნუ, – რათა ისეთი ეპიკური დასასრული დაიდოს, რომ კონცეპტუალურად ახალ გზამკვლევად გამოდგეს ზოგადეროვნული მასშტაბითაც და არა მხოლოდ ცალკეული პასიონარი მკითხველისთვის ივარგოს სახელმძღვანელოდ!
  • ბოლოსკენ ჯემალ, კეთილი სურვილისთვის მადლობა რა თქმა უნდა, – მაგრამ ცოტა არ იყოს კი მაწყენინე და „კონცეპტუალურად ახლის“ აბა რა მოგახსენო ესოდენ დამაკნინებელი პრელუდიის შემდეგ?! მაგრამ რა გაეწყობა სხვა, – გამომცემლობის დირექტორი ხარ, ციკლის წიგნად გამოცემის მთავარი სპონსორი და ვეცდები შეგიწყო ხელი მორჩილად. თუმცა_ღა და რადგან საჯარო სივრცეა, მაინც მომიწევს რაღაც-რაღაცეების განმარტება; ჯერ ერთი თავადვე ხედავ, – დიდებული გაბრელ გარსიაც წუხს იმ მომენტზე რომ, შეუძლებელია რამე არსებითად „ახლის“ ამოღება წარსულის ჭიდან. მე კი მინდა გულწრფელად – პროგრესიით, ერთმანეთიდან გამომდინარე ახალ-ახალი და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ფაქტებით, ახალი კოორდინატები დაუდო აუდიტორიას და „ღერძული დროის“ დიდი მასწავლებლების დარად ზეცისკენ მიმართული, აქამდე ერთობ უნახავი და უნიკალური კომპოზიცია შევთავაზო მსმენელს, – უზუსტესი „საგზაო რუკის“ სახით და ა.შ. მაგრამ ეტყობა, უფლის მიერ დაწესებული options_ებია შეზღუდული ამ მიმართულებით. მოწყობილია-თქო დასაბამიდან და ანთროპოლოგიურ დონეზე ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის by default ისე, – რომ იძულებული ვარ ვიღებდე ისტორიიდან ერთსა და იმავე „სიბრძნე-სისულელეს, სასარგებლო-უსარგებლო გამოცდილებას“. სინქრონულად კი, – ნათლის თანმდევი ქტონიკის დრამატიულ სტრუქტურას და მეტა_ენას არა მხოლოდ ვითვალისწინებდე აქ, – მის ინსტრუმენტალიზაციას ვახდენდე წამდაუწუმ. მეორე და მთავარი ჯემალ, – პრობლემას შენსგან განსხვავებით სტილების & კულტურული კოდების, „ლოგოსის“  და „მითოსის“ აღრევაში ვერ ვხედავ. რადგან მიმაჩნია რომ მხოლოდ ასე, – პროზის, მეცნიერების, მისტიკის და კულტურათა დაბლენდერებით, ბნელ-სინათლის სხვადასხვა დოზით და ინგრედიენტების კომბინაციით შესაძლებელია იმ შედეგის დადება, რომელიც დავაანონსე პირველივე ეპიზოდში
  • დავით ბატონო, ვგონებ ძალზე მნიშვნელოვანია აქ კიდევ ერთი დეტალი, – მთელი ეს „story“ ხომ, შენი მეგობარი ქალბატონების, მაია ჩხაიძესა & მარიამ ცინცქილაძესთან საუბრებს მოჰყვა ბედისწერის, AMOR FATI_სა და ისტორიის ცნობიერ განსაზღვრებაზე …
  • ასვე, მიმდინარე ეპოქის შუქ-ჩრდილებზე ჯემალ, – იდეის, პიროვნების და საზრის_გამოცლილი თანამედროვეობის განმაპირობებლების როლზე ისტორიაში. კერძოდ კი, – მცდელობას ჩემი მხრიდან, მეტადრე ნათლად დამენახებინა მათთვის ის უნივერსალური პრინციპები, რომლებიც ყველა დროის თუ ფორმაციის ქვეშ არსეობობს უცვლელად და ღირებულია კონიუქტურის მიუხედავად.
  • ნუ დავით, დღეის მდგომარეობით არსებული ნარ-ნაირი სოც_ფუჩეჩების და აღზევებული ლექისგან განსხვავებით, რომ უკვდავი და ფასდაუდებელია sub specie aeternitatis, ხომ?
  • კი ჯემალ და მადლობა ამ შეხსენებისთვის; „ეშმაკი დეტალებშია“_ო და სწორედ რომ, მაგ მომენტიდან – მაიცა, … სჯობია მეტაფორას მივმართო მეტი თვალსაჩინოებისთვის აქ! ანუ, მიახლოებით ისე-რა, როგორც ფაუსტის გრეთხენთან შეხვედრის და ლაპარაკის შემდეგ ხდება დიდი ცვლილებები ევროპაში, მისი საზოგადოების ფუნდამენტური ტრანსფორმაცია – „და იხილე, თუ როგორ განიძარცვა ფაუსტი ძველი გარსისგან  –  გამოსხლტა მიწის ყოველ ბორკილს და ზეციური სამოსით შემოსილი ივსება იგი ახალი ძალით“_ო და ა.შ. აქაც ხომ, მათთან წამოჭრილი საუბრით იწყება-თქო ეს ჩვენი ციკლი, – რომელშიც თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი პრობლემატიკის კრისტალიზაცია და დაძლევის ანალოგიური სურვილი გასდევს ყველა ეპიზოდს წითელ ძაფ-გველად. სახელდობრ კი, – ქაოტურ-ზეპური წარმოდგენების ერთიან, სტოიციზმის საცერში გატარებულ მკაცრ სისტემად გარდაქმნა ხდება მკითხველის თვალწინ ონლაინ რეჟიმში და მასაში ინდოქტრინიზაცია. ჰოდა, ახლა რაც ტექსტის დაბინდებას შეეხება – ა) აბა გაიხსენე ადრეული განმათლებლების ტექსტების გართულების მიზეზი, – მათ ხომ ეს იმისათვის სჭირდებდათ, რათა ერესში არ დადებოდათ ბრალი და გგონია ახლა ნაკლებად საშიშ დროში ვცხოვრობთ? ბ) მერედა, დაფიქრდი სადაა მეტი არჩევანის თავისუფლება თუ არა ისეთ სივრცეში, სადაც ნაწილობრივ ბნელა-ა? აბა, ცხადი ყოფილიყო აქ ყოველი სიტყვა და მკითხველს ფიქრის საშუალება არ მისცემოდა, მაშინ_ღა რით ვიქნებოდით განსხვავებული სხვა პროპაგანდისტ-დოგმატიკოსებისგან? განა ზომბების აშენებული მორიგი ხუხულა გვინდა მე და შენ, თუ ახლის მშენებლობის გზაზე თავისუფალი ნება-აზრის მატარებლი მკითხველის მიერ, ამ ჩვენს შეთავაზებულ ხედვებზე ჯანსაღი რეფლექსიით გამოწვეული პროაქტივობა?..

-სულ ტყუილა მიბრაზდები დავით. აშკარაა, რომ სხვაგვარად გამიგე და თუ მომისმენ, მეტსაც გეტყვი მეგობარო; ჯერ ერთი მართალი ხარ იმ ასპექტში რომ შენი სტილი, შენი საქმეა და თუ_რა გარსში მიაწოდებ აუდიტორიას არსს შენი გადასაწყვეტია მხოლოდ_და_მხოლოდ. ამასთანავე, გული რომ არ დაგწყდეს იმასაც ვაღიარებ, რომ პირადად მე მომწონს გადმოცემის ეგ შენეული მანერა და უბრალოდ საშუალო სტატისტიკურ მკითხველზე ვზრუნავ ასე და გამიგო უნდა რატომაც! და თუ ვერა, გიხსნი -რადგან მთავარი რედაქტორი ვარ გამოცემის და შესაბამისად სხვა ტიპის პასუხიმგებლობა გამაჩნია აჭარა_PS_ის ერთგული მკითხველის წინაშე. სიტყვაზე, რომელიც წლებია ჩემი ტელევიზია-გაზეთის გვერდშია ლხინ-ჭირში და ტრანსლირების უფრო ტრადიციულ ფორმებსაა შეჩვეული, ვიდრე ეს ჩვენი ციკლი „non-fiction“_ის ჟანრი. ჰმ, ყოველი შემთხვევისთვის არა ასეთ რადიკალურს სტილს. სიტყვაზე, რაც ნამდვილად ერთგვარი know-how_ა არათუ რეგიონალური პრესისთვის, არამედ ზოგად_ქართული მედია_სივრცისთვისაც. იმედია, ახლა მაინც გავუგეთ ერთამენთს და სახის კმაყოფილი გამომეტყველებით ვხედავ რომ მასეცაა …

  • ჯემალ, ასეა თუ ისე გიდასტურებ რომ კონფლიქტი ამოწურულია და რაც დანარჩენს შეეხება – გამოსავალი არის ერთი, შესაბამისი ელიტის არსებობა, ძველის კი ჩარეცხვა! ასევე, დანახვა მასის მხრიდან იმ საკვანძო მომენტისა, რომ ის უნივერსალური პრინციპები, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით ამ დიალოგებში შეუცვლელია კონიუქტურის მიუხედავად. აი, ის ნაგავი კი, რასაც სთავობს ე.წ. ისტებლიშმენტის გარკვეული ნაწილი ხალხს, – ამ ჩვენი უნივერსალური პრინციპების გამრუდებული რეპრეზენტაციები და გაუკუღმართებული ნარატივებებია მხოლოდ და მხოლოდ. მეტიც, – ესაა პათოლოგია, რომელსაც ქართული სახელმწიფოს იდეის ნგრევამდე მივყავართ და ა.შ.
  • სიტყვაზე, რისი შეცვლა სურს დღეს მავანს, ხომ?
  • კი, კოსმეტიკური და მავან_მაქციას მორიგი სიმულაციით და მორიგი გადაღებილი სოროსის ხასებით, ან/და სულ ახლახანს გენდერულ ბოდვებს აყოლილი „კუხარკებით“ საკუთარ რიგებში, – რომლებსაც თავის მხრივ უკვე სხვა, მაგალითად კონსერვატორ მატრონების ამპლუაში გვისაღებენ და ა.შ. არადა, – ახლებურ იდეურ სარჩულს და მაღალ ცნებებს ამოფარებულნი დღეს, ისინი მაინც იგივე რჩება არსით რაც იყო გუშინ  – რადგან იმიტიაციაა ეგ მათი მხრიდან და არა გულწრფელი სურვილი ქართული society_ს ძირეული ტრანსფორმაციის ფაუსტი_ანისეულ სტილში ან/და დასავლური გლობალისტური მოდელის ალტერნატივის შექმნისა და ა.შ. სახელდობრ კი, ის ხალხი მყავს მხედველობაში, ვინც მთელი ეს წლები მიერეკებოდა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ უტოპიაში და ანტიუტოპია მიიღო, დაქუცმაცებული და გაღატაკებული ქვეყნის სახით. მოკლედ ჯემალ, – მე მოვრჩი ამ კუთხით და გადავდივარ ეპილოგის დასკვნით ნაწილზე იმ შენი დირექტივის თანახმა ჯემალ – რომელშიც მიმითითებდი რომ, „ძველი ღერძული დროიდან“ ისტორიის შემდეგ „ლეველზე“ გადავსულიყავი მყისვე და პოზიტივისტური მეთოდიკით, – ფუნჯის ფართო მოქნევა-გასმით და მაქსიმალურად დაწვრილებული დიაპაზონით ძირითადი კონცეპტის მიმართ. (!) ჰოდა, – მას მერე მსგავსი პროცესი წარიმართა რომში, შემდეგ რომი დაეცა და ბარბაროსი გერმანული ტომები ევროპაში გაბატონდნენ. რატომ და, არნოლდ ტოინბიზე ლაკონურად ამაზე ვერავინ იტყვის, – „იმპერიები მაშინ ეცემა_ო, როდესაც გარე ბარბაროსები ამ იმპერიების შინაგან ბარბაროსებად გადაიქცევიან“_ო და ა.შ. ასეა თუ ისე, ბევრმა წყალმა და ხალხმა ჩაიარა რა მას მერე, დაარსდა საღვთო რომის იმპერია და ამას ისევ ქაოსი მოჰყვა. შემდეგ კი, რაღაც პერიოდი ისევ მშვიდობა დამყარდა, – დაახლოებით კარლოს დიდიდან მე-15 საუკუნემდე. ევროპა კი, მაგ შედარებით მშვიდობიან პერიოდში არსებობს უკვე როგორც სიმბოლური ერთობა, – ანუ საერთო იდეების და ფასეულობების ხელისუფლება ჰყავდა და ეს ისევ ქაოსით ნაცვლდება. ამგვარად, მივედით ყველაზე ტრავმატულ პერიოდამდე ევროპის ისტორიაში – რეფორმაციამდე და სწორედ ეს პროცესი აფეთქებს ამ ნალოლიავებ სიმბოლურ ერთობას საბოლოოდ. ასე დაიწყო ე.წ. „რელიგიური ომები“ იქ, რომლებმაც საუკუნეზე მეტი გასტანა და ჯოჯოხეთად აქცია ევროპული ქალაქები …

(გაგრძელება იქნება)

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე