მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება დავით ჩხარტიშვილი: XI_დ), ეპილოგი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი...

დავით ჩხარტიშვილი: XI_დ), ეპილოგი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

11
0
  • დავით ბატონო, ამ ეპიზოდის წინა ნაწილში, დაპირების მიუხედავად თხრობა მაინც რამოდენიმე სიუჟეტურ ხაზად დაჰყავი და მორიგ ჯერზე, ფრიად ფრივოლურად მოეპყარი მკითხველის მოლოდინს. ანონსის თანახმა კი, – ის პოზიტივისტურ სტილში მოყოლილ ისტორიას ელოდა და პროგრამული დანიშნულების შეჯამებასაც. აშკარა იაღლიშია მეგობარო,  – რომელიც იმედია, წინარე ნაწილში არ განმერდეობა მაინც. თუგინდ, იმ მიზეზის გამო რომ, – feedback_ის თანახმა არა „შამანიზმზე“, არამედ ლაკონურ პასუხებზე და საკითხის არსებით განხილვაზეა მოთხოვნა ციკლის მოცულობით გადაღლილი მკითხველისგან. რაც, სხვათა შორის არ გამკვირვებია; ვინაიდან, ესაა დღეს ტრენდული, – რადგან ერთიორადაა დრო აჩქარებული, ინფორმაციული ანარქიის და AI_ს პირობებში კონკურენცია უსაშველოა, სოც_ქსელიებით კლასიკური გამომცემლობების ჩანაცვლების გამოც აღარ იტვირთავს ფოლიანტებით მკითხველი თავს და ა.შ. მაგატომაც, – პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ყოველგვარი შენიშვნა-მინიშნებების გარეშე ერთმანეთისადმი! გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, კი იცი და გთხოვ მაგიტომ, – ეცადე ეს სლოგანების დონეზე ქნა, რათა გზადაგზა წამოჭრილი ფლუქტიაციები მე არ დაბამრალო ისევ და არც მკითხველი გაახვიო მენტალურ ჯურღმულებში. მოკლედ, შეგაჩერებინე თხრობა XVI-XVII საუკუნეებზე; შესაბამისად, ამ დამასრულებელ და ვიმედოვნებ, დანარჩენებისგან თვისობრივად განსხვავებულ ნაწილში, მაგ მომენტიდან მოველი პასუხს უწყვეტი და ცნობიერი ნაკადით. ასევე, – პუნქტობრივად გაწერილ, იმ ახალი პროექტის დადებას ვითხოვ შენსგან, რომელიც კონსერვატიული რევოლუციის საწინდარი უნდა გახდეს შეპირებისამებრ, – არადა, დაემსგავსე ნელ-ნელა მოლა ნასრედინს!..
  • ჯერ ერთი ჯემალ, თუგინდ პატივმოყვარეობის გამო, შენი მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია მსგავსი წანამძღავრის შემდეგ და მკითხველიც ვერ გამიგებს თუ წავიყრუებ აუგზე! მეორე, – „შამანიზმს“ რაც შეეხება და კერძოდ კი, რომ პოზიტივისტურ სტილში მოყოლილ ისტორიას ელოდა მკითხველი. მაგ რეპლიკაზე გაგანდობ რომ, ეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხულთა აზრის შეფასება, შენი იტერპრეტაციაა და არამც, აუდიტორიაში არსებული განწყობების მიუკერძოებელი სურათი. რადგან, – ჩვენი ციკლი, დეკლარირებული ამოცანებიდან გამომდინარე მეტად მასშტაბურია, რომ ჩაატიო „პროკრუსტეს სარეცელში“ და რომელიმე კონკრეტული ჯგუფის რეფლექსიას მოარგო იმის მაგიერ, რომ რაც შეიძლება ფართო აუდიტორია მოერგოს ჩვენს ხედვას! ასევე გეტყვი რომ, – მოეწონებათ ბოლო-ბოლო, თუ მათი რეფლექსია ჩემს რეფლექსიას დაემთხვევა და ამას მე აქ, სხვა და ნაწილობრივ დაფარული მექანიზმებით ვუზრუნველყოფ by default. ასე რომ სანერვიულო არაფერია გარწმუნებ და ზოგადადაც, – მასევეა ყველაფერ დანარჩენში-რა, მხატვრობა იყოს გინდ პოეზია და ა.შ. სიტყვაზე, მაგიტომაც არ ვაწონებ თავს სპეციალურად არავის – რადგან, თუ შენია ე.ი. შენია, არადა გაიარონ. დავძენ_ღა, – ეპოსია ეს და იმიტომაც; სადაც ყოველ ეპიზოდს სხვადასხვა მორალი, სტილი, დატვირთვა, მიზნობრივი რეფერენტული ჯგუფი, სიუჟეტი უდევს საფუძვლად და გაგანდობ, – რაც მრავლად როდია დუნიაზე, მაგრამ გადათამაშებების გამო, მოჩანს ხოლმე მრავალრიცხოვან მოქმედებებათ …
  • ჰოდა ჩაგეჭრები მაშინ და მეტს ვიტყვი; გიდასტურებ დავით, რომ ნამვილად მასეა და რადგან წამოიწყე საუბარი მაგ კუთხით, ხორხე ლუის ბორხესით შემოგეშველები წონადობის მოსამატებლად და ციკლ “ვეფხვების ოქროში” შესულ ერთ მოკლე ესეს მოვუყვები აუდიტორიას თუ მაცლი. რადგან ისევ შენი პოზიციის განსამტკიცებლად ვაკეთებ ამას, ასევე მრავალფეროვანი აუდიტორიის მეტი ჩართულობისთვის და თან, რომ ჩემს კეთილ ზრახვებშიც დაგარწმუნო. შენსავით, დიდი არგენტინელიც ისტორია-ლიტერატურის ეპოპეებს 4 საბაზისო სიუჟეტად ყოფდა: კერძოდ, ა) “ქალაქის ალყაში მოქცევა” – რომლის არსი შემდეგში მდებარეობდა. ქალაქს უტევენ მტრები და ქალაქელები იცავენ მას სისხლის ბოლო წვეთამდე იმ დროს, როდესაც გაცნობიერებული აქვთ, რომ უთანასწორო ბრძოლაში ვერ გაიმარჯვებენ. მთავარმა გმირმა კი იცის, რომ მოკვდება ისე რომ, – გამარჯვებას ვერ იხილავს. ბ) ე.წ. “სახლში დაბრუნება”, სადაც მთავარი გმირი გადალახავს უამრავ ბარიერს, სანამ ბოლო-ბოლო დაუბრუნდება საწყისებს. გ) “ძიება” და აი აქ კი, ზოგი მთავარი გმირი საკუთარ თავს ეძებს, ზოგი კი ოქროს. დ) ე.წ. “ღმრთის_დარი არსების მსხვერპლთშეწირვა”. მთავარი პერსონაჟი ცდილობს მანდ, გახდეს რაღაც უფრო დიდი საზრისის თვალსაზრით, ვიდრე ის არის ფიზიოლოგიით და შეიცნოს ცხოვრების აზრი, გადაარჩინოს სამყარო მაგალითად, სამშობლო ან/და ქალაქი. მოკლედ, მზადაა შესწიროს სიცოცხლე საერთო კეთილდღეობას და ა.შ. ვგონებ, მაგის ახსნას ცდილობდი ხომ დავით ესოდენ ბუნდოვნად, და რომ ყველა სხვა დანერჩენი ფაბულა ამ 4 საბაზისო სიუჟეტის ვარიაციებია მეტ-ნაკლებად, ხომ? ასე და ამგვარად, სრულ თანხვედრაში მოდის შენთან არგენტინელი მაესტრო, ან/და შენ მასთან და ა.შ., უსასრულობამდე! მოკლედ, – აი ეს a-la ჯუან ძი_ს ოფცია უკვე შენი ასარჩევი იქნება და …
  • ჰმ, და რომ „დროს მიუხედავად ჩვენ მოვყვებით მხოლოდ ამ ისტორიებს, ამა თუ იმ სახით“_ო, როგორც მანდვე დასძენს მაესტრო, ხომ?! მოკლედ, მადლობა ესოდენ ლამაზი შეშველებისთვის ჯემალ და გულწრფელად გეტყვი რომ, ამჯერად ნამვდილად დაიმსახურე ქება ყოველგვარი სარკაზმის მიღმა. და ამ სასიამოვნო პასის კვალდაკვალ კი, ერთს დავამატებ, – ასე ვთქვათ მეტი მოცულობისთვის და კიდევ ერთხელ რომ დავადასტურო აღებული გეზის ვალიდურობა. თან იმპრინტინგისთვისაც ივარგებს და ვიზამ ამას, ჯამბატისტა ვიკოს მოსაზრებით! შენი სათაყვანო ავტორი რომაა, ისტორიის ფილოსოფიის ფუძემდებელი და ამბობდა ის ამაზე ასე; ჩვენ „ისტორიული მეცნიერება გვაქვს შესაქმნელი და ამისთვის ფანტაზიორობა უნდა ვისწავლოთ“_ო, და „ეს როგორ“_ო როდესაც ჰკითხეს მიმდევრებმა, – უპასუხა; „სუფთა ფაქტები არაფერზე მეტყველებს გაიგეთ ბოლ-ბოლო და გასხივოსნებაა სინამდვილეში საჭირო ფაქტების შესახებ, იმპროვიზაცია და პატარ-პატარა ისტორიები ერთ დიდ ისტორიაში“_ო! როგორც ხვდები, მაგალითების მოყვანა უსასრულბამდე შემიძლია ლამის, მაგრამ მთავარია კონცეფციის გაგება, – თუ საიდან ამოვდივართ ხოლმე და ვგონებ მაგას მივაღწიე. აი ახლა კი, მომდევნო საკითხზე გადავედი მარილის მოსაყრელად (იცინის), – ნასრედინს რომ დამადარე დაკნინების მიზნით, მაგასაც მინდა შევეხო ორიოდე სიტყვით და იმედია მომცემ სატისფაქციის საშუალებას …
  • ვერა დავით, რადგან ისევ არასწორად გამიგე; ეს ლეგენდარული ხოჯა ჭკვიანი კაცი იყო, ეპოქა შექმნა და არაა ურიგო მერწმუნე, თუ შენს პროტაგონისტად წარმოვაჩენ შიგადაშიგ. მისი მეთოდიკის გამოყენება კი, მხოლოდ იმაზე მეტყველებს აქ, რომ „სტაფილოს ეფექტი“ წარმატების მომტანი სტრატაგემაა დროსა და სივრცის მიუხედავად …
  • !OK_ს ჯემალ, თუ მასეა გავიაერეთ ეს საჩოთირო მომენტიც და მაშინ, კიდევ ერთი გულწრფელი მადლობა დაიმსახურე ამასობაში დელიკატურობისთვის. ჰმ, კიდევ ერთი და არანაკლებად მნიშვნელოვანი თემა „გავაიასნოთ“ раз пошла такая пьянка (იღიმის)! კონკრეტულ ეპოქას რომ უსაყვედურე ზემორე ერთობ წინდაუხედავად, მაგ დროს ხომ მშვენივრად მოგეხსენება, რომ ტრენდიც მასეთია ოდითგანვე და დასტურად, თუგინდ ფაუსტის შეჩივლებას შეგახსენებ, – ,,შეხედეთ ამ ტლანქ, გულცივ ხალხს – მათთვის წუთიერი გართობაა მთავარი”_ო! ანუ, გოეთე და იქამდე კი, რა თქმა უნდა მრავალი სხვა დიდი მასწავლებელი, მსგავსი პრობლემატიკის წინაშე იდგა და შენსავით უჩიოდა homo_ს მდაბიო, სიტუაციურ ბუნებას. თუმცა, პარალელურად მაინც არ ეშვებოდნენ მასის დონემდე და წარამარა არც რეკომენდაციებს გასცემდნენ ავტორებზე  – „დაეშვითო“.  პირიქით, – მეტი სითამამისაკენ მოუწოდებნდნენ მწერლებს, ფილოსოფოსებს თუ ზოგადად შემოქმედს და ცდილობდნენ აეყვანათ საშუალო სტატისტიკური ადამიანი მაქსიმალურად მაღლა, – მატერიალურისთვის ლამის მიუწვდომელ მდგომარეობა-ორიენტირებამდე!
  • ნამდვილად მასეა დავით, რაც თავის მხრივ სხვა, უფრო წვრილფეხა შემოქმედებს აიძულებდა არ დაეწიათ თამასა საბაზრო აზროვნებამდე და ახლა კი, უნდა გამოგიტყდე; რომ ამ შენიშვნების სახით პროვოკაცია მოგიწყვე მეტი „დრაივისთვის“. ვგონებ, გამოვიდა კიდეც, თუ იმ ხარისხიანი დრამატურგიით ვიმსჯელებთ რაც მკითხველის წინაშე გაიშალა და იმედია, – ყველაზე მოუმზადებელი რეციპიენტისთვისაც უკეთ გასაგები იქნება ამიერიდან, თუ რის თქმას და კრისტალიზაციას ცდილობ ზემორე ქვეთექსტ-კონტექსტიანა და სამომავლოდაც …
  • და მაშინ ერთიც ჯემალ, – რომ აიჩემე ეს „ახალ-ახალი“_ო, – კონცეპტუალურად ახლის აბა რა მოგახსენო და ისიც ხომ მშვენივრად მოგეხსენება, რომ „არაფერია მზის ქვეშ ახალი“ და მირაჟებზე დევნაა საბოლოო ჯამში მთელი ისტორია. მით უფრო, ეს ჩვენი მცდელობა, წინამორბედი გენიოსების ფონზე, მოაქციო მარადიული პრობლემატიკა ტექსტურ ფორმატში! ახლა ისე არ გამიგო, რომ აზრი არ აქვს რამის ვერბალიზაციას მაგ მიმართულებით და მხოლოდ აჰიმსა ან ჭვრეტაა გამოსავალი ლოტოსის პოზაში ჯდომისას აშრამში და ა.შ. მაშინ ხომ, ამ ჩვენს საუბარსაც არ წამოვიწყებდი …

გაგრძელება იქნება

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე