- ანტონიო გრამშის უთქვამს; „ძველი სამყარო კვდება, ახალი კი იბადება, მაგრამ იბადება გაჭირვებით და ახლა მონსტრების დროა“_ო! ჩვენ კი დავით ბატონო, ასეთ გარდამტეხ დროს არანაირი დიდი, პირობითად მოდერნისტული იდეოლოგია არ გაგვაჩნია! არადა ადამიანს, მით უფრო ინდუსტრია_სოფელ განადგურებულ, ომებ_წაგებულ ქვეყნის შვილებს, მონსტრებით სავსე ეპოქაში ესაჭიროება მყარი სტრუქტურა, რომელსაც უნდა დაეყრდნოს როგორც ყოფითში, ასევე ქვეყნის მშნებლობობისას, არა?
- სამწუხაროა, რომ მასეა ჯემალ; ამჯერად ყნოსვამ უმტყუნა ამ ჩვენს ე.წ. ელიტებს, რადგან სხვა ტიპის ინსტინქტებს ითხოვს ამგვარი „ინსაიტი“ და თუ არ მოფხიზლდებიან იმ მიმართულებით, რომელსაც ჩვენ აქ დაჟინებით ვკაფავთ / ვგონებ, ისეთ მძლავრ რევოლუციურ პოტენციალს გადააწყდებიან მალეღა, რომ საერთოდ აღარაფერი დარჩება მათგან, – ქონების ჩათვლით რა თქმა უნდა! რაც სრულებითაც არ მაღელვებს, მაგრამ ის მადარდებს რომ, საქართველო ასეთ გარდამტეხ პერიოდში დარჩება წარმმართველი ხელის გარეშე, გარე ძალების და „მიშისტების“ ანაბარა.
- განვავრცობ მაშინ, – რადგან უმნიშვნელოვანეს საკითხს შეეხე! დღეის მდგომარეობით რაც გაგვაჩნია ისაა რომ, მხოლოდ მითები_ღა გვასაზრდოებს, ილია მართალის აზრებიც კი პოსტმოდერნისტულ პროდუქტში კონვერტირდა ამ უბირების ხელში და პროფანაცია განიცადა, ხომ?
- და ვიღაც-ვიღაცეებს, ეს ერთი ნარატივიდან მეორეში გაუაზრებელი, მუდმივი ხტუნვა და თამადობა ზურნა-შალახოს ჰანგების ფონზე მიღწევა ჰგონია! მთლად კარგად ვერ იაზრებენ პასუხისმგებელი პირები, თუ რა საშიშ პერიოდში ვცხოვრობთ და ზოგადათ, – რა არსებითი განსხვავებაა ტრანზიტის ადეკვატური, „სამეუფეო“ იდეოლოგიის არსებობა-გამომუშავებასა და რომანტიკულ-ნაციონალისტური, კონსიუმერიზმიდან აღმოცენებული მითოლოგემების დომინერიბას შორის …
- -არადა, ბანალურად ხომ იმაშია სხვაობა თუნდაც, რომ ჯანსაღი იდეოლოგია; ანუ აუცილებლად ლაიცისტური, ცენტრისტული და კაცობრიობის საუკეთესო იდეების მატარებელი მწყობრი კრებული, მომავალზე ორიენტირებულია! არსებული მითოლოგია კი, წარსულზე მიმართული და ქტონიკურისაკენ გადახრილი არის, ენტროპიის და არა წესრიგის მომტანი! დავძენ ბარემ_ღა დავით, რაც ერთის მხრივ მსოფლაღქმაში უზარმაზარ ნაპრალებს გვიტოვებს და მეორე მხრივ, ამის გამოა რომ ფულის კეთება რელიგიის რანგში აქვს აყვანილი ქართულ ისტებლიშმენტს!
- რა თქმა უნდა ჯემალ და ბედის ირონიის წყალობით აღზევებულ ამ უსაზღვრო კონფორმიზმითა, მომხვეჭელური ინსტინქტებით გამორჩეულ ვაჭრუკანებს სხვა დიდი მიზანი არ გააჩნიათ მაგის გარდა. აი თუგინდ, იმ მიზეზით, რომ დიდი იდეა არ ამოძრავებთ, ჩვენსგან განსხვავებით! სიტყვაზე, სწორედ ამის გამო იქცა „ოცნების“ საკადრო პოლიტიკა, ლამის ზედსართავად და საბაზისო სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს! არ გააჩნიათ-რა, ის მთავარი რაც სწორი მიმართულებით გაახედებდათ და სწორად შერჩეული მიზნისთვის სწორ კადრებს შეარჩევინებდათ!
- მდაა, რაღაც ლექს განგებამ შანსი მისცა შესულიყო ისტორიაში კარგ ტიპებად და ამ სხვის ნაბრძოლ-ნაშრომზე შესეულებმა კი, ყველაფერი გააკეთეს რომ მომავლის სახელმძღვანელებში ჩაეწერონ უსახურ და მერკანტილურ კონტიგენტად …
- მეტიც ჯემალ, ქართული სახელმწიფოს „სირცხვილად“ შევლენ ისტორიაში, მაგრამ STOP; არაა აქ დაწვრილმანების ადგილი და შენ კი ისე გაქვს აკრეფილი, ვატყობ სახელ-გვარებზე გადახვალ იმ დროს, როცა ტრენდებს და პირველზმიზეზებს ავღწერ!
- და კატასტროფაა, რომ გამოსწერებას ამ უვარგისი ალგორითმის პირი არ უჩანს. თუმცა, ჩვენ ხომ იმიტომაც წამოვიწყეთ ეს საუბარი, რომ მისულიყო იმამადე, „ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა“?! ასეა თუ ისე, დარწმუნებული ვარ, რომ არათუ მივა, გათავისდება კიდეც! დაბოლოს, ახლად_შემოერთბული მკითხველისთვის, ტრადიცისამებრ მაინც ვიტყვი; სწორედ რომ ამ ნიუანსის საჯარო განხილვის შემდეგ ერთ-ერთ ეპიზოდში, მოვითხოვეთ მთავრობისგან ახალი მოდერნისტული, ტრადიციონალისტურ მიდგომებზე დამყნობილი პროექტის განზხილვა-განხორციელება ზოგადეროვნულ დონეზე და „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში, თან ყველა „ანტიმიშისტური“ პარტიის, ძალისა თუ ჯგუფის მონაწილეობით! ჯერ ერთი, რადგან მონოპოლია ალპობს და ა.შ. მეორე, – რამეთუ ახალი და თამამი, გამრღვევი იდეოლგიის ინდოქტრინაცია დავაანონსეთ, თუ მმართველი ძალისგან, პირადად ივანიშვილისგან ხლშეწყობა გვექნებოდა და მის გარეშე კი, ეს ნამდვილად შეუძლებელია ამ ეტაპზე. პუნქტობრივად ჩამოვაყალიბეთ, რა ტიპის ხელსაწყოები დაგვჭირდებოდა ამისათვის; შედეგად კი მიახლოებით ისეთივე რეზულტატს ვპირდებით მთავრობას, – როგორიც იაპონიის, ან თურქეთის თუ ისრაელის მთავრობებმა მიაღწიეს თავის დროზე და წარჩინებულ სახელმწიფოებად იქცნენ!
- პრინციპში, ბევრი არც არაფერია საჭირო ამისთვის, – უბრალოდ სწორ, თანმიმდევრულ და დროულ ალგორთმს ვითხოვთ-რა, ტრიბუნას მეინსტრიმული ტელევიზიებით და თანადგომას უშუალოდ ივანიშვილის მხრიდან სხვადასხვა საზოგადო-პოლიტიკური და საგანმათლებლო მიმართულებით!
- მერედა, არ გამოგვრჩეს უმნიშვნელოვანესი დავით; დაანოსნებული აქტივობების პარალელურად, ვითხოვთ რომ ყველა ხაზინის ქურდი სამაგალითოდ დაისაჯოს! ნუ, თუნდაც რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩაწყდეს ქვეყნის ძარცვა-გლეჯვის ის ხაზი, რომელიც 90-დან მოყოლებული მოუშუშებელი ჭრილობით სდევს ჩვენს სამშობლოს! სხვაგვარად მორიგ მანკიერ წრეზე აღმოვჩნდებით, იმდენად კარგად მიმიკრირებულ კონტიგენტთან გვაქვს ყველა იმ ქართველს საქმე, ვასაც სახელმწიფოში და არა რაღაც გაუგებარ წარმონაქმნში ცხოვრება სურს.
- სხვათა შორის ჯემალ, ილონ მასკმა თქვა ამას წინ, რომ „არ არსებობს არანაირი ჯადოსნური მიწა, რომელიც ერთ ადგილებს განვითარებულს ხდის და მეორეს წარუმატებელს. იაპონიის ხალხი ნებისმიერ სხვა ადგილას რომ დაასახლო, ის ადგილი გახდება იაპონია“_ო! იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ 10 წელი დასჭირდა იაპონიას, იმპერატორ მეიძის ხელმძღვანელობით, რომ მოეთოკა წარსულში ჩარჩენილი ელიტები და ფეოდალური ქვეყნიდან ულტრათანამედროვე სახელმწიფო აეშენებინა …
- მივადექით ელიტების პრობლემასაც, – სოც_ინჟინერიაში და სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში მთავარ წარმმართველ ელემენტს! და მათ მსოფლაღქმას რაც შეეხება კონკრეტულად, ადრე მოგვახსენე რომ, როდესაც ძვ. სამყაროში თვლიდნენ, რომ პროსტიტუცია სიამოვნებდა ღმერთებს, ტაძრის მეძავეები ჰყავდათ პატივში_ო და ა.შ. რა თქმა უნდა ტყუილა არ იზამდი ამას და ვგონებ მინიშნება გინდოდა ამ სახით, რომ ასეთივე მექანიზმი არსით მოქმედებს დღესაც, არა? ანუ, ის თუ რა გააჩნია ე.წ. თანამედროვე ელიტას უმაღლეს ორიენტირად და თავში რა უდევთ ზოგადად, სწორედ მასეთი პერსონაჟები და ჩვევები ტივტივებს გარშემო …
- არადა ჯემალ, – სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ სხვანაირი იყო ელიტები, თუგინდ საბჭოთა პერიოდს დაადარე და შედარება არაა ხარსხით და ვიზუალითაც (იცინის). ფუნდამენტური რეფორმებია ამ მიმართულებით საჭირო მაგიტომაც. რადგან, იმაზე დიდი პრობლემაა ვიდრე მავანს ჰგონია, როდესაც მიმიკრირებული თამადებითა და მედოლეებით, არქაული მითოლოგებით და პოსტმოდრნისტული ხატებით სავსეა ვერტიკალი, – როცა დუქნის ესთეტიკა და არტისტები დომინირებს პოლიტ-კულტურულ ველზე! ამასთანავე ისიც უნდა ვთქვა, – რომ ჯანსაღი იდეოლოგია შეუძლებელია ნათელი მითის გარეშე და სწორედ ამის გამოა ხოლმე, რომ რაგინდ გასაკვირი იყოს ახლადშემოერთებული მკითხველისთვის, იძულებული ვხდები მითოლგიის რაღაც ხრიკები გამოვიყენო.
- მერედა დავით, აი ეს განსასაზღვრებაც „ტრადიციონალისტური“, სიმართლე გითხრა მთლად არ მეპიტნავება. რადგან, ტრადიციული ფასეულობები ეს მთლად მართებული დეფინიცია როდია, ტრადიციულში ხომ ბევრი არქაიკაა და მოსაშორებელი მავნე ჩვევებიცაა, არა?
- ამაშიც მართალი ხარ ჯემალ; ნამდვილად გაცვეთილი ტერმინია და უფრო მართებული იქნებოდა, „ადამიანურზე ორინტირებული იდეოლოგია“ დაერქვას იმ კოდექსს, რასაც ვთავაზობთ აქ რიგით მკითხველს და საქართველოს მთავრობას, – ე.წ. ტრადიციონალისტურ-კონსერვატიული ფასეულობების ნაცვლად. რადგან ეს ჩვენი მიდგომა, ითვალისწინებს როგორც ტრადიციონალზმს, ასევე კლასიკურ ლიბერალიზმს და კონსერვატიზმს, რა დასამალია და ნაწილობრივ „პროგრესისტობასაც“. ჰმ, რადგან ისეთ პოსტულატებს შეიცავს საკუთარ თავში, როგორიცაა მაგალითად ის, რომ ადამიანი უნდა ემსახურებოდეს ოჯახს, ქალაქს, კუთხეს, სამშობლოს და ღმერთს, საგარეო კუთხით კი პრაგმატული იყოს, განათლებული და ა.შ. მოკლედ, ყველაფერ იმას-რა, რაც მემარცხენე ლიბერალიზმში უარყოფილია! აი, უშუალოდ ე.წ. ელიტების საკითხს კი რაც შეეხება, – კი ბატონო ძვ. სამყაროში ნამდვილად თვლიდნენ, რომ პროსტიტუცია სიამოვნებდა ღმერთებს და იმიტომაც ტაძრის მეძავეები ჰყავდათ პატივში. ეტყობა, აქაც ვიღაც ძლევამოსილი თვლის რომ ეს უგვანობა რაცაა გარშემო, უნდა ერს და ბერს და აქედან, – მეძავეების, კონიუქტურშიკების და თამადა-დემაგოგების მომრავლება ეკრანებზეც და საზოგადო სივრცეებში. ზოგადად, ამ „მასოვიკ-ზატეინკები“_ს დომინირება სოც-პოლიტიკურ და კულტუროლოგიურ ველზე სახელმწიფო მოღვაწეების და ნამდვილი მეცნიერების ნაცვლად.
- ახლა კი მთავარი და შევახსენებ მკითხველს, რომ წინარე ეპიზოდის პირველ ნაწილში, შევეხეთ სტოიციზმის როლს ევროპის ისტორიაში! რადგან მიგვენიშნა ქართული ისტებლიშმენტისთვის, თუ რა კატეგორიას შეუძლია სამაგალითო სახელმწიფოს აშენება და რომელს, მხოლოდ ყმებით დასახლებულ ნაგავის! კერძოდ კი, აღნიშნე რომ ამ დიდებული სწავლების ხელახალ სულისჩამდგმელად ჰოლანდიელი იუსტას ლიპსი მოგვეველინა და რომ რომის დარად, სტოიკოსი იუსტას ლიპსის ირგვლივაც შეიქმნა ძალიან გავლენიანი ჰოლანდიელი სამხედროების, მეცნიერების, მხატვრების და ფილოსოსფოსების წრე! რამაც, თავის მხრივ განაპირობა ჰოლანდიური რენესანსი და ამ პატარა ქვეყნის წინააღმდეგ დარაზმული დანარჩენი ევროპის მარცხი …
- მსგავსად ძვ. რომისა კი; თავის დროზე იქაც ხომ, საბერძნეთიდან სტოას მასწავლებელის ჩამოყვანით და მოგვიანებით, კერძოდ კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ იტალიაში დამკვიდრებული სტოიკოსი ბერძნების მეშვეობით და „პლატონის აკადემიის“ დაარსებით მოხერხდა ბნელი ეპოქის დამარცხება. ჰე-მაგ ტიპის და სხვა მსგავსი „განმანათლებელი“ პიროვნებების ინიციატივითა და ძალისხმევით შექიმნა შესაბამისი ელიტები ევროპაში, ის რჩეულები რომლებიც ისტორიაში კაი ტიპებად შესვლას ლამობდნენ და არა მომხვეჭელობით იყვნენ დაკავებული, ნეპოტიზმით და ა.შ. ვუტრირებ რა თქმა უნდა, მაგრამ არსით ასეა-რა, მხოლოდ სწორი იდეა და მერიტოკრატია მერიტოციდის ნაცვლად, გარდაქმნის ბოშათა ბანაკის დარ წარმონაქმნებს მდიდარ, ღირსეულ სახეწლმწიფოებად და სხვა რეცეპტი ქვეყნების წარმატებისა, ისტორიამ უბრალოდ არ იცის.
(გაგრძელება იქნება)
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე







