მთავარი სხვადასხვა დავით ჩხარტიშვილი: XII_ გ), რეზიუმე / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს...

დავით ჩხარტიშვილი: XII_ გ), რეზიუმე / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

22
0

–დავით ბატონო, ლამის მანტრასავით დავაზუთხებინეთ რაღაც-რაღაცეები იმ ერთგულ მკითხველს, ვინც პირველივე ეპიზოდიდან მოგვყვება და მორჩილ-მოუთმენლად ელის გამრღვევ დოქტრინას; იმედია ესმის პატივცემულს, რომ სხვა გამოსავალი არ გვქონია, რადგან საგაზეთო ფორმატი, თან on-line რეჟიმი ავირჩიეთ, თანაშემოქმედება შავთავაზეთ მას და ვიღებდით კიდეც feedback_ს მაღალი ინტენსივობით. აქვე უნდა ითქვას, რომ ქებასთან ერთად, გზა და გზა კრიტიკაც წარმოიშვა, რამაც თავის მხრივ უამრავი განტოტება განაპირობა ახსნა-განმარტების სახით ჩვენი მხრიდან. ამასობაში, ახალ-ახალი მკითხველი გვიერთდებოდა და სწორედ მაგ კატეგორიისთვის, რეფრენად და წანამძღვრად ვიტყვი ახლა ერთსაც, რის შემდეგ მყისვე უნდა გადახვიდე შეპირებული მანიფესტის ხორცშესხმაზე. რადგან ყველა გონივრული ვადა და ლიმიტი ამოიწურა, შესაბამისად გვერდითი ხაზების განვითარების და სიტყვაჭარბობის აღარანაირი საშუალება არაა. მაშ ასე, წინა XII ბ ეპიზოდში, შევეხეთ ევროპული ელიტების საკითხს და სტოიციზმის უნიკალურ როლს მათ გაჩენა-გამოწრთობაში. და რომ ამ დიდებული სწავლების ხელახალ სულისჩამდგმელად ჰოლანდიელი იუსტას ლიპსი მოეველინა ევროპას, რომლის ირგვლივ შეიქმნა გავლენიანი სამხედროების, მეცნიერების, მხატვრების, ფილოსოსფოსების წრე. რამაც, ერთის მხრივ განაპირობა განმათლებლობა, მოდერნი, ე.წ. ჩრდილოეთ რენესანსი და ა.შ. მეორე მხრივ კი, პატარა ჰოლანდიის წინააღმდეგ დარაზმული დანარჩენი, ფუნდამენტალისტ-კანონიკურ კონცეპტში ჩაძირული ევროპის მარცხი …

დავაზუსტებდი ახლად_შემოერთებულთათვის ჯემალ; რადგან მათთვის, მნიშვნელოვანი იქნება ეს ციკლის დანიშნულებში უკეთ გარკვევისთვის და მისიის ალღოს ასაღებათაც! რომ ვქენით ეს პრინცპით, – „ჩემი შენ გითხარი“_ო, რათა მიგვენიშნა ე.წ. ისტებლიშმენტისთვის, თუ რა კატეგორიას შეუძლია სამაგალითო სახელმწიფოს შენება და წარმატების მიღწევა, რომელს კი მხოლოდ ყმებით დასახლებულ ნაგავის კულტივირება და თამადობა „ნადიმზე შავი ჭირის დროს“, დუქნის ჰანგების ფონზე. სახელდობრ, იმ ელიტას ვგულისხმობდი და მივმართეთ, რომელიც 90_ებიდან მოყოლებული, ფურუნკულივით ამოზრდილია საქართველოს სხეულიდან და მთავრობის ცვლის, თუ რევოლუციების მიუხედავად მართავს „deep state“_ური მექანიზმებით. მიზანმიმართულად აწარმოებს მერიტოციდს, მერიტოკრატიის ნაცვლად! ანუ, სახალხო ნების მიღმა და ფორმალური ლეგიტიმაციით, იბირებს მოხელეებს კორუფციულ ქსელში, ვერტიკალში აჯენს ამისათვის „საჭირო“ და „მაიმუნობისკენ“ მიდრეკილ კადრებს, ძირავს არასისტემურ აქტივისტებს, აღატაკებს მოსახლეობას და ა.შ.

-მარსელიეზა_ნარევი, ამ შენი ბრაზის კარგად მესმის დავით; -მაგრამ მოდი_და, სატირა, ინვექტივა თუ პამფლეტი სხვა მომენტისთვის შემოინახე! ახლა კი, ძირითად საკითხს დავუბრუნდები შენი ნებართვით, რათა ისევ არ გაგვიგრძელდეს ტექტსი მიმდინარე თემისთვის, მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე! მოკლედ, სტოიციზმის როლთან ერთად, ევროპის ისტორიაში ისიც აღნიშნე, რომ მოხდა ეს მოვლენა მსგავსად ძვ. რომისა, და რომ თავის დროზე იქაც, საბერძნეთიდან სტოას მასწავლებელის ჩამოყვანით სციპიონ აფრიკელის მიერ, რომი იქცა იმ დიდებულ სახელმწიფოდ, რომელიც დღესაც აღაფრთოვანებს წესრიგის, ასკეზისა და სხვა სიქველეების მოყვარულ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა მოქალაქეს. და რომ გარდა ამისა, მაგ სწავლების სიდიადე გამოიხატება იმაშიც, რომ დროსა და სივრცის მიუხედავად ის ესადაგება და დადებით ეფექტს ახდენს ნებისმიერი ტიპის საზოგადოებაზე. გინდ ის სეკულარული, ისლამური, კათოლიკურ-მართლმადიდებული თუ ბუდისტური იყოს! ამასთანავე და ხაზგასმით, – თუ საშუალო სტატისტიკური მკითხველისთვის ჯერ-ჯერობით არ არის გასაგები მთავარი (!), ვისარგებლებ რა მოდერატორის უფლებით და განვუმარტავ ატომარულ დონეზე. ა) მეგობრებო, რადგან დასაკარგი არავინ გვყავს მკითხველთა წრეში, ამ შეზღუდული რესურსის და სამშობლოსთვის ეგზისტენციალური გამოწვევის პირობებში! ბ) რადგან, მეტადრე საპასუხისმგებლო მისია ელოდება მათ, ვინც ეცნობა ციკლს და იზიარებს ჩვენს გზავნილებს, სამოქალაქო ხასიათის აქტივობებში კორელაცია შეაქვს ამ ჩვენს „საუბრებზე“ დაყრდნობით და სამომავლოდაც, გვერდში დგომას აპირებს დაანონსებული ახალი პლატფორმის საფუძველზე! გ) რადგან ციკლის მეშვეობით, ერთგულმა მკითხველმა ასე თუ ისე გაიაზრა, რომ ისტორიის შემეცნება არ არის უბრალოდ ფაქტების ცოდნა, და ის თანამედროვების გააზრებაცაა სხვადასხვა რაკურსით. ანუ, ახლის ძველი მოვლენების ჭრილში, პატერნებითა თუ გამოცდილებით და ა.შ.

მაშინ, პუნქტ „დ“_ს სახით დავამატებდი_ღა, რომ ვიტგენშტაინის არ იყოს, „გამოუთქმელი უნდა გამოთქვა“_ო ნებისმიერ შემთხვევაში და თუ როგორ გამოვა ეგ ადრესატამდე მისვლისას და რა მოსავალს მოიტანს რეციპიენტის ტრანსფორმაციის კუთხით შემდგომში, კიდევ სხვა ოპერიდანაა (იცინის). ერთი_ა აქ კიდევ სათქმელი ვგონებ, – რომ ნამდვილად რთულია ამ ყველაფრის გააზრება ცივი გონით და სენტიმენტების მიღმა, მაგრამ ამის გარეშეც ვერ იქნება-რა (!), თუ მკითხველს გულწრფელად სურს, ღია და ფარულ გამოწვევებზე ადეკვატური რეფლექსია იქონიოს და გურჯიევის „ცხვრის“ დღეში არ იმყოფებოდეს პერმანენტულად. არადა, ვითომცდა ელემენტარულია ხომ (?), – რომ მიმდინარე მოვლენებზე ადეკვატური პერცეფცია, არ უნდა შემოიფარგლებოდეს ლოკალური ლიდერების თუ პარტიული ტელევიზიების ბოდვებზე რეაგირებით, მათი cheerleading_ის ქცევის „ანალიზით“ წინასაარჩევნო მობილიზაციისთვის მაგალითად და ა.შ. რომ ეკრანზე გამოსახული ინტერფეისის მიღმა, უნდა ეძიოს მან რეალური მექანიზმები_თქო, – მაგრამ არ ხდება მასე მარტივად, უამრავი ობიექტურ-სუბიექტური მიზეზების გამო. შეუძლებელია „ობივატელისთვის“ ეს და მაგიტომაც ვუწყობთ ხელს აქ, ხედვის საჭირო კუთხის და სპეციალური ცოდნის შეთავაზება-იმპლემენტაციით, – რათა დაინახოს ის რასაც ვხედავთ ჩვენ იქ, სადაც ის ვერაფერს ხედავს. ან/და სულას „ვარდისფერი სათვალის“, თუ სხვა მამრუდებელი ოპტიკის მეშვეობით ხედავს მხოლოდ იმას, რისი დანახება სურს „ჯადოქარს“.

-დავით, ამ აპელაციით გურჯიევის ცნობილ იგავთან, ზედმეტად заумный პასაჟი გამოგივიდა. ვგონებ, ვერ დაგეწევა საშუალო სტატისტიკური მკითხველი და ეს კატეგორია კი, უმრავლესობაა მოგეხსენება. ანუ მეტი სიმარტივე გმართებს-თქო, რადგან დასაკარგი არავინ გვყავს, იმდენად მასშტაბურ ამოცანას შეეჭიდე, здесь ხომ каждый на счету, არა?

OK_ს ჯემალ, მაშინ დავძენ_ღა გამარტივებული წესით, ლაღად და სანიმუშოდ; თუ რას მანახებს ხოლმე, აი ეს ჩემი პერცეფცია სლოგანების დონეზე, – უნამუსო, სატელევიზიო პროპაგანდის პრიზმაში გარდატეხილ და უბირებზე გათვლილ ინტერფეისის მიღმიერში: როდესაც ხედავ ვერტიკალის დესაკრალიზაციას, დეკადების განმავლობაში გაბატონებული მსოფლმეხედველობითი სისტემების განულებას, ალტერნატივას კი ვერა და სხვის ნაბრძოლ-ნაშრომზე წამოსკუპებულ ვიღაც არაკომპეტენტური „სამაზვანცების“ გოიმურ გნიასს და ა.შ. მოსალოდნელია ის, რაც არაერთხელ მომხდარა ასეთი ვითარებების დროს – “Big bada boom” (იცინის)! ჰმ, ბანალური მიზეზის და არამც, რამე „მასონების“, „deep state“_სა თუ სხვა, მსგავსი ტიპის ძალების ჩარევის გამო. სიტყვაზე, და სავსებით ნორმალურია ეს, რადგან დიდი ხნით არც ერთ სიმულაციას არ გაუძლია, – გამოგონილი ფასეულობების, გმირ-მსხვერპლის, ფეიკ-პოლიტპატიმრებისა და ავტორიტეტების სამყაროში!

-ჰოდა, სულ სხვა საქმეა ახლა ეს „კოდი“ და ყველასათვის გასაგებიც იქნება ვგონებ ახლა, რისი თქმა გსურდა ზედმეტი ინტერპრეტაციების გარეშე. ვიცი, რომ არ გიყვარს ეს საბაზრო-რევოლუციური სტილი. მაგრამ, ისიც ხომ უნდა გესმოდეს, თუ რაოდენ საჭიროა ის, რათა არ დაიბნეს მასობრივი მკითხველი ამ ჩვენს მსეჯელბა-დასკვნების ჯურღმულებში. მარტივი ენით ნათქვამი, ეს მომენტი ნათელი ხდება არა მხოლოდ მაღალი საგანმათლებლო ცენზის მქონეთათვის, არამედ მათთვისაც კი, ვისაც ბაზრის და ლოზუნგების მიღმა არასოდეს გაუხედავს, – უმნიშვბელოვანესი ნიუანსი მენტორთათვის, რომელსაც არ ვახსენებ აქ უარყოფითი კონოტაციით! აი ახლა კი, უკვე დასკვნაც მარტივი გასააზრებელი იქნბეა მაგ კლასტერისთვის და ის შემდეგშია; არ წამოგყვება „ციკლის“ ადრესატი და ვერ დაინახავს უნამუსო სატელევიზიო პროპაგანდის პრიზმაში გარდატეხილი რეალობის ბუნებას, არსებული ქართული ინტერფეისის მიღმიერის მექნიზმების მოქმედების წესებს არ შეიცნობს და ა.შ. ანუ, დარჩება დასაკლავი ხბოს მდგომარეობაში და იძულებული ისევ უყუროს პირუტყვის აღტაცებით, ხან ერთ სიმულაკრს და სიმულაციას, ხან კი მეორეს!

კეთილი ჯემალ, თუ დაგაკმაყოფილე და ყველაზე უბირმა მკითხველმაც შეიგნო ეს ბანალობა. ჩავშლი მაშინ, ასე ვთქვათ ახალი და დაბადების პროცესში მყოფი კონცეპტის მეტი შესისხლხორცებისთვის მასების მიერ (იცინის), – რომ ყველაფერი ხედვის რაკურსზეა დამოკიდებული და ის კი მერყევია. რადგან ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ნორმაა ეს! იცი რა, ალბათ მაგიტომაც შევისმინე შენი რეკომენდაცია და ვახდენ ახლა ამ ყველაფრის ტრანსლირებას სხვადასხვა კულტურული და ენობრივი კოდებით *. თუმცა, ვგონებ არც სჭირდებოდა ჩვენს მკითხველს ამ ყველაფრის დაღეჭვა; მოქალაქეობრივად მოაზროვნე, ჭკვიანია და ვგონებ იცის რასაც ეჭიდება. იქნებ მაგიტომაც მოადგდა ამ ჩვენს „საუბრებს“, რომ აღარ უნდოდა ხბოს აღტაცებით ყურება იმ წარმომადგენლობით ორგანოებზე, რომლებიც არავის არ წარმოადგენენ. ამასთანავე, დაიღალა ისეთ ქვეყანში ცხოვრებით, სადაც საზრისები და დიდი მიზანი აღარ არის. სადაც მეინსტრიმულ ტვ_ებზე „პრახადიმცები“ და კურტიზან-სელიბრიტებია დიდწილად და რაღაც სტერილურ-ყვითელი ისტორიებითაა გაჟღენთილი ეთერი მარადიული ფასეულობების და არქეტიპული ისტორიების ნაცვლად-ა?!

-მ_დაა დავით, აი ეს რეფლექსიაა-რა საჭირო ახლა ზოგადეროვნული მასშტაბითაც! პრინციპში კი ვაღვიბეთ და იმედია მალეღა იქცევა მეინსტრიმულად; რაც სიტყვაზე, შეუძლებელია იმ ცოდნის, მსოფლაღქმის და გამოცდილების გარეშე, რომლის იმპლემენტაციას ჩვენ ახლა აქ ვცდილობთ! ბრავო-თქო მეგობარო, თან დელიკატურად ასწავლი და თან ყველა ჭკვიანი, არა_მიშისტის სათქმელსაც ამბობ მიკიბ-მოკიბვის გარეშე. დიდაქტიკასთან ერთად, აქაურიბისთვის უჩვეულო პატივისცემასაც ამჟღავნებ ღრმა ჰუმანიტარული ცოდნის არქმონე მკითხველის მიმართაც. ეტყობა, მაგიტომაც მოგყვები ხოლმე ბოლომდე და ხელს გიწყობ ჩემი გამომცემლობის მოკრძალებული საშუალებებით მაქსიმალურადაც!

თუ მასეა (იღიმის), მაშინ მეტსაც გეტყვი ამ მიმართულებით მეგობარო; სფერო აღარ დარჩა ქვეყანში, რომელსაც დეგრადაცია არ განეცადა, ამ მართლაც რომ სხვის ნაშრომ-ნაბრძოლზე წამოსკუპებული უბირ-მარადიორების და ჰარი-ჰარალეობრივი მიდგომების გამო. რაღა შორს ვიაროთ; აგერ_ა, მშობლიური ბათუმი აიღე ცოცხალი მაგალითისთვის! ამასობაში, ის ლამის დისტოპიად იქცა ფსევდობათუმურ, გულისამრევ რიტორიკას ამოფერაბულ, გადაღებილ-გადმოღებილთა ხელში; ასე ვიტყოდი – „სოციალურ ბაბილონად“, სადაც სხვადასხვა სოციალური ფენა ერთმანეთის კულტურულ კოდებს ვეღარ კითხულობს. მმართველობის ფორმა – „იდიოტოკრატიაა“, არქიტექტურული სტილი a-la ბანგლადეში და ეკონომიკა კი „აზარტის“ და ა.შ. აღარაა-თქო, ეს ჩვენი ბავშვობის კოხტა, განათლებული, პერსპექტივით სავსე მრავალფუნქციური ქალაქი. სამწუხარო და დამთრგუნველი ყოფა დამყარდა აქ_მეთქი, რომელსაც კი ვგმობთ სიტყვით „სამზარეულოებში“, მაგრამ საქმე-საქმეზე როცა მიდის, შტილია პრობლემების რეალური აღმოფხვრის კუთხით!

-რა თქმა უნდა, რეალობას ხომ მისი იმიტაცია ანაცვლებს აქ! ანდა უარესი, მხოლოდ „მიშისტების“ ფაფხური მიდის, რომლებსაც ამ თემების აქტუალიზაცია, სულ სხვა და პირველ ყოვლისა ანტისახელმწიფოებრივი რამეებისთვის სჭირდებათ! ასე და ამგვარად დეკადებია ვართ სცილასა და ქარიბდას შორის, არა? და მთავარია დეკორაციები ცვალო დროზე, აბსურდს ოფიციალური იერი მისცე და მაყურებელს უხსნა „გზაში“, რომ ეს ყველაფერი „განვითარებაა“ თურმე! ჰმ, მართლაც რომ გამრუდებული ოპტიკის, ანდა სულაც „ოზის ჯადოსნურ ქვეყანაში“ ვცხოვრობთ, ხომ?

М_даа ჯემალ, ужас და რაღატო ნერვულობთ_ო ისეთ ძალაზე, რომელმაც აქობამდე მიიყვანა ქვეყნის საქმე_ო, იკითხავს მავანი, „ქვა უხლიათ ან/და დამხობიათ თავზე ყოლისფერი“_ო მოგვაძეხებს ბათუმლები! ნუ, ჯერ ერთი რადგან ბროდსკის არ იყოს „წერილებიდან რომაელ მეგობარს“, არჩევანის არ_არსებობის პირობებში და ისტორიის ამ ეტაპზე, “ворюга мне милей, чем кровопийца”_ო მივუგებ და ეგაა რა, რის გამოც ჯერ-ჯერობით ესოდენ დელიკატურად ვპედალირებ! და მეორე, – მოხდება ეს მანამდე, სანამ გამოჩნდება რეალური ანტი_მიშისტური ძალა, რომელიც შეძლებს რეალურ-ორგანიზებული ალტერნატივის წარდგენას აჭარა-ბათუმისთვის და მერინდელ პერსპექტივაში, ქართული სახელმწიფოსთვის მთლიანობაში! რა თქმა უნდა, რაც უკვე თვითკმარ მე-3 სოც-პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს ორგანიზაციულად, რომლის იდეურ-თეორიულ მომზადებას ჩვენ ახლა აქ „ვაშანშალებთ“ მოკრძალებულ რეჟიმში, by default თანაავტორების და სპონსორების მოზიდვის მიზნით!

-გასაგებია დავით, ვხედავ тебе ამასობაში полегчало და ამოწურე კიდეც ბრაზი. ჰოდა, ამიტომაც, სანამ ისევ მუზებმა შემოგიტია, ვუხვევ მყისვე მთავარისკენ; ანუ, იუსტას ლიპსის წრე ვახსენე ზემორე და ისიც, რომ სწორედ მაგ ტიპის „განმანათლებელი“ პიროვნებების ძალისხმევით შეიქმნა ის ევროპული ელიტა, რომელმაც ევროპა ახალ სიმაღლეზე აიყვანა და სხვა რეტროგრადი ელიტები დროებით, მაგრამ მაინც დაამარცხა. ამგვარად, გაჩნდა ის რჩეულები იქ, რომლებიც ისტორიაში კაი ტიპებად შესვლას ლამობდნენ და შევიდნენ კიდეც! შესაბამისი დასკვნაც დაიდო შენს მიერ; სხვა წარმომავლობის, უნარების და მიდრეკილებების ელიტაა საჭირო აქაც! კერძოდ, რომ არსებული ქართულის ანტიპოდი ისტებლიშმენტია საჭირო, თუ კლასიკური ტიპის ევროპულ სახელმწიფოდ გვინდა ვიქცეთ და არამც, ეს ბაქი-ბუქა „სბროდი“ გაუთავებელი სადღეგრძელოებითა და სახელმწიფო რანგში აყვანილი კარგო-კულტის რიტუალებით და ა.შ.

ბატონო ჯემალ, ნამდილად გამიმართლა და მკითხველსაც, რომ შენი სახით, ჩემსა და მას შორის ასეთი გამოცდილი მოდერატორი დგას! მეტსაც ვიტყვი მაგ კუთხით; ბიომასას, ადამიანებად ქმნის სწორედ რომ, ამ ყველაფრის გაცნობიერება-გადააზრება და არა, ამა თუ იმ ეპოქაში გაბატონებულ დისკურს-დოქსებზე და ბელადებზე ხბოს აღტაცებით დევნა, ოსანას შეძახილებით! ჯერ კიდევ ჭავჭავაძემ ბრძანა, რომ „ისეთი მორჩილებისა მწამს სადაც გონება უფალია“_ო! გონება კი გვეუბნება (!), ჯანმრთელი სახლმწიფოს მშენებლობა სტატიკა როდია, მით უფრო მაამებლობა, არც „გამოცხადებებითა“ თუ „ფეტვით“ მართვა-მორჩილებაა! არამედ, ყოველდღიური ფიქრი, დისციპლინა, სტოიციზმი და სოლიდარობაა!

(გაგრძელება იქნება)

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე