მთავარი სხვადასხვა ​​პროფესიით ვაჭარი, სინდისით – ბედნიერი ადამიანი, საოცარია…

​​პროფესიით ვაჭარი, სინდისით – ბედნიერი ადამიანი, საოცარია…

2
0

როცა სიტყვას ითხოვს მკითხველი

ბავშვობიდან (5 წლის ასაკიდან) მეჯავრებოდა, (ექვსი) რამ:  მოტოციკლეტი თავისი პატრონით; სიტყვა „ქურდი“ – რეალურად; შავი მინა (“სტეპლო”) და სიტყვა „ვაჭარი“, ასევე მეზობლის ორი მამაკაცი, რომელთაც ავი ძაღლები ჰყავდათ… 72 წლისა მოვიყარე, თუმცა მათი სახელები არასდროს მითქვამს…

მიყვარს მაღაზიიდან მაღაზიაში ხეტიალი, სადაც შედარებით იაფი საქონელია, ვიმახსვრებ გამყიდვლებს და იქ ვყიდულობ, სადაც შედარებით იაფია, თუნდაც 5 თეთრით ნაკლები… არ ვიცი რატომ, მაგრამ შედარებით კულტურულ ადამიანად მიმაჩნია ის, ვინც ფულის მონა არ არის და ჩემს გულში ვაფასებ, რადგან ფული ტანჯავს ცხოვრებას.

დიდი ხანია ვსარგებლობ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის №81-ში მდებარე მაღაზიით… ბოლო დროს უხვად იხსნება ქალაქში მარკეტები, მაგრამ განცვიფრებული ​ვრჩები, როცა იქ მარკეტებზე ნაკლები ფასის საქონელს ვხედავ, ასეთ მაღაზიებში, ისევ და ისევ ცდილობენ შეინარჩუნონ შედარებით ხელმისაწვდომი ფასები… ვადარებ ადამიანების აზრებს და მიხარია, რომ ჩვენს ირგვლივ ისევ შემორჩნენ ნორმალური აზროვნების რეალისტები.

მაპატიოს ღმერთმა, ვლოცავ ისეთსაც და სხვაგვარად რეალისტსაც, მებრალება ფულს დამონებული კაცობრიობა.

ერთ დღეს მინდოდა რაღაცის ყიდვა და ნახეთ საოცრება, თვალსა და ყურს არ ვუჯერებდი, ის რაღაც სამჯერ ნაკლებ ფასად რომ ვიყიდე … მოკლედ, დიდი სიხარული მქონდა და იცით, ყველაზე მეტად რა მიხაროდა? ის, რომ არსებობს ნორმალური ადამიანი!.. და თუმცა თითქოს არც მჯეროდა, მაგრამ ვხედავდი ფაქტს და მიკვირდა, რატომ იყო განსხვავებული სხვებისგან?!.

ადამიანებმა სხვა პროფესია მიატოვეს იმისთვის, რომ ზედმეტი ფული იშოვნონ…

– ​ოჯახს სჭირდებაო, ამბობენ…

და ის ფული სად მიაქვთ, ღმერთმა უწყის!.. უბრალოდ, სახეზე შეხედვისაც კი მრცხვენია ზოგიერთი მათგანისთვის, რადგან სიხარბემ და სიამაყემ დაიმონა და როგორ არ ვთქვა?!. ან კარგი და ცუდი როგორ არ განვასხვავო ერთმანეთისგან?.. მაპატიოს ღმერთმა – არ ვამბობ ცოდვაზე არაფერს, მე მხოლოდ ვაქებ სიცოცხლისუნარიან ადამიანებს – არიან დედამიწაზე განსხვავებული ადამიანები თუნდაც ერთი ან ორი და მეც გულუბრყვილოდ მიხარია…

მარტო მყოფს ხშირად მაგონდება მიკლუხო მაკლაი (პაპუასებებში) და წამსკდება ხოლმე სიცილი… რა ვქნა, მე ადამიანი ვარ და მიჭირს სულ მოწყენილი ყოფნა… ზოგს სულიერებას ფული ურჩევნია, და ზემოდან ​გადმოგხედვს კმაყოფილებით, მე კი მიხარია, მაგრამ თავს ვიკავებ ღიმილისგანაც (ეს დიდ ნიჭია)…

საერთოდ არასდროს ვფიქრობდი ამ თემაზე  დაწერას, მაგრამ სწორედ გმირივით მისაბაძია ისეთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც გელა მასარახაძის სახელით დადის ქუჩაში თუ საზოგადოებაში, ის გახლავთ თანამედროვეთა შორის აღმოჩენილი განძი, რაც დასაფასებულია, მან დაფარა წუთისოფლის ამაყი სული და დადის თავისუფლად…

ბიბლია ამბობს: (მათ. 5: 14, 15, 16.) – „თქვენ სოფლის ნათელი ხართ; მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება, სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში. ასე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.“

იესო ქრისტეს სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ქობულეთში, რუსთაველის №81-ში მდებარე მაღაზიის მეპატრონეს გელა მასარახაძეს, ვუსურვებ მუდამ მისაბაძი და სამაგალითო ყოფილიყოს საზოგადოებისთვის!

მერი აბუსერიძე, პოეტი – ბიბლიოგრაფი