მთავარი სხვადასხვა დანერგე მომავალი!

დანერგე მომავალი!

281
0

03.04.2015/adjaraps.com – „დანერგე მომავალი”, ამ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. ფერმერებს, რომლებიც მიწის ნაკვეთებს ფლობენ, საშუალება ეძლევათ თანადაფინანსებით სანერგე მეურნეობები მოაწყონ. პროექტის მიზანი, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენება და მრავალწლოვანი ბაღების გაშენების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობაა. საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენებს პროგრამის დეტალები გააცნო. ბენეფიციარებმა დაფინანსების მისაღებად სააგენტოს სანერგე მეურნეობის შექმნის დეტალური პროექტი უნდა წარუდგინონ. ჯერ-ჯერობით რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს დოკუმენტაცია პროექტების მართვის სააგენტოში არ წარუდგენიათ.
პროგრამაში ჩართულები საჩუქრად მცენარეთა შესაწამლ აპარატებს მიიღებენ. ყველა ბენეფიციარს ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმების ღირებულება აუნაზრაურდება, ასევე, გათვალიწინებულია თეორიული და პრაქტიკული ტრენინგ-კურსები. პროგრამისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება.