დღეს, ბათუმში, თამარის დასახლებაში, კიკვიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მაშველებმა გარდაცვილი 50 წლამდე მამაკაცის გვამი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი 5 დღეა არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეზობლები სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ.
გარდაცვლილის ბინაში ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
პირველადი მონაცემებით გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ხვიჩა მამულაძე