მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი მინისტრო! ნუ გაადაყოლებთ თქვენს იმიჯსა და კარიერას რაზმაძეებს, ბუხრაძეებსა და მათ უსინდისოთა...

მინისტრო! ნუ გაადაყოლებთ თქვენს იმიჯსა და კარიერას რაზმაძეებს, ბუხრაძეებსა და მათ უსინდისოთა რაზმს!

1177
0
საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძე ქვეყნის საპატრულო პოლიციის ცალკეული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამჯერად საქართველოს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს გოგა რაზმაძეს უპირისპირდება. შავაძის განცხადებით. თუკი ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი განვითარების ისტორიის მანძილზე ერთი შეცდომა მაინც დაუშვია საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას შინაგან საქმეთა მინისტრს, ეს მიუტევებელი და მოუნელებელი შეცდომა – გოგა რაზმაძეა!
  როგორც პაატა შავაძე ამტკიცებს, -„რაზმაძემ საპატრულო პოლიცია ნებსით თუ უნებლიედ აქცია აღვირაღხსნილობის, არაადამიანურობისა და უპასუხისმგებლობის კლასიკურ მაგალითად! მან ქვეყნის საპატრულო პოლიციის წარმატებული და მსოფლიოსთვის სამაგალითო პროექტი გარდაქმნა აპარტეიდად – სიძულვილის კლასიკურ სკოლად!“, შავაძის განცხადებით, „გოგა რაზმაძეს, რომელსაც ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად, ჰგონია, რომ დეპარტამენტი, მთელი თავისი პირადი შემადგენლობით საჩუქრად გადასცეს! მან მთელი თავისი გუნდი გაათავისუფლა იმ ქიმერისაგან, რასაც სინდისი ჰქვია! აჭარაში მოავლინა ქვედანაყოფის ხელმძღვანელად პირწავარდნილი „მაფიოზი“ ბუხრაძე თავისი 10 კაციანი კლანით, რომელთა უნამუსობა, უკვე სცდება ყოველგვარი დასაშვები კრიტიკის ფარგლებს!“-აცხადებს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე.