მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი საპროტესტო აქცია საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოსთან

საპროტესტო აქცია საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოსთან

691
0

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საპროტესტო აქცია საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოსთან, სადაც პატრულიდან გათავისუფლებილ გია ხალვაშს ახლობლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციას ა/ო „კორუფციასთაბ ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე ხელმძღვანელობდა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა გახლდათ, 11-12 მარტის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვოს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა კახაბერ ბუხრაძემ.  გია ხალვაშის ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ საპატრულოს ხელმძღვანელობა გია ხალვაშსა და მის კოლეგებს აიძულებდნენ გაეჩერებიათ მოქალაქეები და დაეჯარიმებინათ 200-500 ლარის ოდენობით, შემდეგ კი ქვითრებსაც უმოწმებდნენ. როგორც მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, ის ნაწილობრივ არ ენდობა გამოძიებას, რადგანაც მისი მტკიცებით, მის წინააღმდეგ ჩვენებები მოწმეებმა ზეწოლის ქვეშ მისცეს.

პოლიციის რიგებიდან დათხოვნილი გია ხალვაშის მეუღლემ ნინო საფარიძემ „აჭარა P.S.“-თან საუბარში განაცხადა, რომ მის მეუღლეს სამსახურში პრობლემები კახაბერ ბუხრაძის მოსვლამდე არ ჰქონია. გათავისუფლების ბრძანებაში გენინსპექცია გია ხალვაშს კონფლიქტურ პიროვნებად მოიხსენიებს, რაც მისი თქმით სიმართლეს არ შეესაბამება. გია ხალვაში დაპირისპირებაში იყო კახაბერ ბუხრაძესთან და ის ავალებდა მაღალი ჯარიმების გამოწერას.

გია ხალვაში აქციაზე არ ყოფილა, როგორც გაჟღერდა, ის სამსახურში აღდგენას ითხოვს. დეტალებზე ის ხვალ, 11 აპრილს, 19 საათზე ტელეკომპანია „TV12“-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.

გულო კალანდაძე, ხვიჩა მამულაძე