მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება გიორგი მარგველაშვილი აჭარაში

გიორგი მარგველაშვილი აჭარაში

330
0
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში აჭარაში რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა. პრეზიდენტი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. დღის მეორე ნახევარში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. მოგვიანებით სამუშაო შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან და მოსამართლეებთან გაიმართა.