მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება დასრულდეს ქუჩაში ყოფნის 10 წელი!

დასრულდეს ქუჩაში ყოფნის 10 წელი!

411
0
„დასრულდეს ქუჩაში ყოფნის 10 წელი“, „ დაგვაბრუნეთ სახლებში“ ამ მოთხოვნებით დღეს ბათუმში ჰაიდარ აბაშიძისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში მშენებარე კორპუსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა სამშენებლო კომპანია „ჰოლდერის“ წინააღმდეგ უკვე რამდენჯერმე გამოვიდა, მათი განცხადებით ინვესტორმა ისინი მოატყუა და ღია ცის ქვეშ დატოვა. რისთვისაც სასამართლოსაც არაერთხელ მიმართეს. აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერიას ამ საქმით დაინტერესებისაკენ მოუწოდეს.