მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება გიორგობა გამონათლევის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში

გიორგობა გამონათლევის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში

247
0

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ტარდება. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა.
გამონათლევის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში საზეიმო ღვთისმსახურება სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა აღავლინა და ამ თარიღის მნიშვნელობაზე იქადაგა.
მრევლთან ერთად საზეიმო ღვთისმსახურებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, ზემო აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
წირვის შემდეგ საყოველთაო ნათლობა და ჯვრისწერა ჩატარდა.