მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ანბანის კოშკის მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება

ანბანის კოშკის მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება

288
0

ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ანბანის კოშკის მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. 250 კვმ ტერიტორიაზე დაზიანებული გრანიტის ფილების ახლით ჩანაცვლება მიმდინარეობს.
ფილების ღირებულება 18 500 ლარს შეადგენს, ხოლო სამუშაოებისთვის 5000 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ფილების ჩანაცვლების სამუშაოები გასულ წელსაც განხორციელდა. დაზიანებული ფილების ნაცვლად 1200 კვმ გრანიტის ფილა დაიგო, რომლის სრულმა ღირებულებამ 110 000 ლარი შეადგინა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 დღის განმავლობაში დასრულდება.