მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მნიშვნელოვანი ინფორმაცია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების, მაჟორიტარი დეპუტატობისა და...

მნიშვნელოვანი ინფორმაცია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების, მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებისათვის

216
0

ახლოვდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 21 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები უნდა აირჩიონ, ინფორმირებული ამომრჩეველი კი განსაზღვრავს თითოეული პოლიტიკური სუბიექტისა თუ კანდიდატის ბედს.

აქედან გამომდინარე, მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“ განურჩევლად ყველა პოლიტიკურ პარტიასა თუ კანდიდატს გაძლევთ საშუალებას თქვენი გზავნილები მიიტანოთ თითოეულ ამომრჩეველთან.

ჩვენ გთავაზობთ:

თქვენი საარჩევნო აქტივობების, შეხვედრების, პრესკონფერენციების გაშუქებას ვებ.გვერდზე: adjaraps.com და ჩვენი მედიაჯგუფის ოფიციალურ ფეისბუქგვერდებზე – უფასოდ მაქსიმუმ 15 ინფორმაცია 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე. (ინფორმაციები და ფოტოები უნდა მოგვაწოდოთ ელ.ფოსტის მისამართზე: adjaraps@mail.ru). შემოთავაზებული ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში 1 ინფორმაციის განთავსების საფასური შეადგენს 10 ლარს.

თქვენი საარჩევნო ბანერების განთავსებას ჩვენი ვებ.გვერდის სხვადასხვა პოზიციაზე. მომსახურების 1 თვიანი საფასური 150 ლარი.

თქვენი კანდიდატების ინტერვიუების გამოქვეყნებას ვებგვერდსა და გაზეთებში: „აჭარა P.S.“; „ჩემი ქობულეთი“

საეთერო დროს ტელეკომპანია ტვ12-ის ეთერში (ნიხრები ატვირთულია ცესკო-ს ოფიციალურ საიტზე: http://cesko.ge

თქვენი საარჩევნო ბუკლეტების, ფლაერებისა და საინფორმაციო მასალების გავრცელებას ჩვენი სადისტრიბუციო სამსახურის მეშვეობით გაზეთებთან ერთად და ცალკე ბათუმსა და ქობულეთში. (ფასი შეთანხმებით).

საარჩევნო – სააგიტაციო მასალების (პლაკატები, ბუკლეტები, ფლაერები) მომზადებას, დაკაბადონებას და ბეჭდვას ნებისმიერი ფორმატითა და ტირაჟით.