ციტრუსოვანთა პლანტაციებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი ღონისძიებები გრძელდება. დღეს, შეწამვლით ღონისძიებას ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე დაესწრო. ქ. ბათუმის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში შპს “მექანიზატორი“-ს 22 ერთეული შესაწამლი ტექნიკა იმუშავებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. სულ მიმდინარე პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის ინფორმირება-კონსულტირების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები უკვე გაიმართა რეგიონის 50 -მდე სოფელში.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გადმოცემული იქნა 16 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი რომელიც ციტრუსოვანთა პლანტაციებში წამლობით ღონისძიებებს მოხმარდება. შპს „მექანიზატორი“-ს მომსახურებისათვის აჭარის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 80 000 ლარი.