მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება კაპრეშუმისა და ქალაქ ბათუმის N17 საჯარო სკოლებში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

კაპრეშუმისა და ქალაქ ბათუმის N17 საჯარო სკოლებში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

171
0

რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი. დღეს, კაპრეშუმისა და ქალაქ ბათუმის N17 საჯარო სკოლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი,სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ჯემალ სურმანიძე, ბათუმისა და ხელვაჩაურის რესურსცენტრების ხელმძღვანელები გოჩა დავითაძე და ხათუნა დიდმანიძე გაეცნენ.
პროექტის მიხედვით სოფელ კაპრეშუმში აშენდა ორსართულიანი სკოლა, რომელსაც აქვს ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ექიმის კაბინეტი და ღია სპორტული მოედანი. სკოლა ასევე, ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. კაპრეშუმის საჯარო სკოლა გათვლილია 300 მოსწავლეზე.
დღესვე, მინისტრი ქალაქ ბათუმის N17 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მიმდინარეობს გარე სპორტული დარბაზის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მოდუსი“. პროექტის მიხედვით სპორტულ დარბაზთან ერთად მოეწყო გასახდელები და დამხმარე სათავსოები.