მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა საპროტესტო აქცია სოფელ წინსვლაში

საპროტესტო აქცია სოფელ წინსვლაში

247
0

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წინსვლაში მცხოვრებმა ექვსმა ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართეს, აქცია კერძო სასაფლაოს მოწყობას ეწინააღმდეგება. სოფელ წინსვლას მოსახლეობა ამტკიცებს, რომ მიწის მესაკუთრე სოფელში უკანონო სასაფლაოს მოწყობას გეგმავს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ  მიწის მესაკუთრემ ტერიტორიაზე ერთი სასაფლაო უკვე გააკეთა და მის გაფართოებას გეგმავს. სასაფლაოს გახსნისთვის ოფიციალური ნებართვის მოსაპოვებლად დაინტერესებულ პირს ჯერ-ჯერობით არავისთვის არ მიუმართავს. მოსახლეობის მხარდასაჭერად დღეს ადგილზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მივიდა და შესაბამის ორგანოებს კანონით გათვალისწინებული სანქციების გატარებისკენ მოუწოდა.