ახალი მოწვევის საკრებულომ დღეს რიგგარეშე სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს. დღის წესრიგით სულ 7 საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი თუმცა 2 საკითხი დაემატა. კერძოდ, ციტრუსის სეზონის მიმდინარეობისა და სანაპირო ზოლის გამაგრების შესახებ. პირველ საკითხად დეპუტატებმა ქალაქის მომავალი წლის მთავარ ფინანსური დოკუმენტის პროექტი დეტალურად განიხილეს, რომელიც ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ წარმოადგინა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით ქობულეთის 2018 წლის ბიუჯეტი საერთო ჯამში 25 656 100 ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები, ასევე, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი რჩება. მომდევნო საკითხად საკრებულოს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი. ბოლო საკითხებად დამტკიცდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, მეცნიერების, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობა. რიგგარეშე სხდომას ქობულეთის მერიის სამსახურებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.