,,ფორთოხლისფერი მსოფლიო – შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ“ – აქციაში, დღეს ლევან გორგილაძე ჩაერთო და სხვა მონაწილეებთან ერთად, პოზიცია – არა ძალადობას! – ხელის პრინტით დააფიქსირა. აქციას შეუერთდნენ ასევე თვითმმართველობის თანამშრომლები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და გენდერული აქტივისტები, რომელთაც ძალადობებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე ინფორმაცია აქციის ფასილიტატორმა – თამარ მამეიშვილმა მიაწოდა. გაიმართა თემის ირგვლივ საინტერესო დისკუსიაც. აქციის ორგანიზატორები იყვნენ მუნიციპალიტეტის მერის გენდერულ საკითხებში თანაშემწე და მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.