მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო შშმ პირებისთის 210 მექანიკურ და ადაპტირებულს ეტლს შეიძენს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო შშმ პირებისთის 210 მექანიკურ და ადაპტირებულს ეტლს შეიძენს

212
0

აჭარაში ჯანდაცვის სამინისტრო „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს ელექტრო სავარძელ-ეტლები გადაეცემა. ერთერთი ასეთი გადაადგილების საშუალება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 28 წლის რუსუდან რომანაძეს გადაეცა. რუსუდანმა ელექტრო სავარძელ-ეტლის მიღების დაპირება მთავრობის თავმჯდომარისგან გასულ წელს მიიღო.

„მისასალმებელია, რომ დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით შექმნილია ახალი პროგრამა – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დამხმარე საშუალებების მიწოდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენს რეგიონში ხორციელდება. უკვე 5 ელექტრო ეტლის გადაცემა მოხერხდა ამ მოკლე პერიოდში. ეს დიდი შეღავათია ოჯახისთვის. წინასაარჩევნოდ, დაახლოებით 8-9 თვის წინ, ჩვენი აქ ყოფნისას ოჯახმა ითხოვა დახმარება ელექტრო ეტლთან დაკავშირებით და დღეს მოგვეცა მათი ამ თხოვნის შესრულების საშუალება. ეს დიდი შეღავათია ოჯახისთვის. რა თქმა უნდა მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა და ზოგადად სოციალური მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელება, არის ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი გუნდის პრიორიტეტი.“-განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროს შესბამისი პროგრამაში ცვლილება განხორციელდა. 2018 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში უკვე შესაძლებელია 10 ელექტრო სავარძელ-ეტლის შეძენა. რუსუდანის გარდა ელექტრო სავარძელ-ეტლი უკვე გადაეცა 4 ბენეფიციარს. ერთი ეტლის შესაძენად გათვალისწინეულია 3580 ლარი.

გარდა აღნიშნულისა, ქვეპროგრამით გაიცემა მექანიკური და ადაპტირებული სავარძელ-ეტლები ხანდაზმულებისა და შშმ პირებისთვის. ჯამში პროგრამით გათვალისწინებულია 210 ეტლის შეძენა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 115 800 ლარს. წელს, ასევე პირველად, ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამას. შედეგად, განხორციელდება მოქალაქეების უზრუნველყოფა ისეთი დამხმარე საშუალებებით, როგორიცაა: ფუნქციური საწოლი, ჟანგბადის კონცენტრატორი, ნახველის ამოსაღები აპარატი, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, ხმის წარმომქმნელი აპარატი (ხორხზე ოპერაციის შემდგომი პერიოდი), ძვალში ჩასანერგი სამაგრი რკალიანი სმენის აპარატით (ბავშვებისათვის), კოხრეალური იმპლანტის პროცესორი. აღნიშნული სიახლეები ხელს უწყობს არა მარტო ბენეფიციართა ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ სხვადასხვა დაავადებების შედეგად ხანგრძლივად მწოლიარე შშმ პირთა ოჯახების დახმარებასაც.