მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება გურამ თამაზაშვილის ხსოვნის საღამო

გურამ თამაზაშვილის ხსოვნის საღამო

173
0

ქობულეთის კულტურის სახლში გურამ თამაზაშვილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენების კავალერი, ლეგენდარული „ქართული ხმების“ სოლისტი და ანსამბლ „ალილოს” დამაარსებელი, გურამ თამაზაშვილი, მეგორებმა და კოლეგებმა გაიხსენეს. ხსოვნის საღამოზე შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა ზურაბ პატარაძე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გურამ თამაზაშვილთან დაკავშირებულ მოგონებებზე ისაუბრა და მომღერლის მიერ საკუთარი კუთხის გამორჩეულ სიყვარულსა და ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება. საიუბილეო საღამოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და თაყვანისმცემლები დაესწრნენ. საღამოზე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ ანსამბლები “ქართული ხმები”, “ალილო”, მომღერალი დათუნა სირბილაძე. შესრულდა გურამ თამაზაშვილის სახელობის ქობულეთის სახელმწიფო ანსამბლ “მხედრულის” რამდენიმე სიმღერა და ცეკვა. გურამ თამაზაშვილის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ხსოვნის ღონისძიება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.