მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა სეს-ის რეკომენდაციები – როგორ დავიცვათ თხილის კულტურა აზიური ფაროსანასგან

სეს-ის რეკომენდაციები – როგორ დავიცვათ თხილის კულტურა აზიური ფაროსანასგან

483
0

თხილის კულტურის შენარჩუნებისთვის აუცილებელია კომბინირებული წამლობა – როგორც აზიურიფაროსანას წინააღმდეგასევე მცენარის სოკოვანი დაავადებებისგან დასაცავადამის შეახებ სესის მცენარეთადაცვის დეპარტამენტის უფროსმა აბაშაშიერთერთი ფერმერის პლანტაციაში სტუმრობისას განაცხადა.

სეს-ის მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ნიკა მესხის თქმით, შესაბამისი შეწამვლითი ღონისძიებებით, შესაძლებელია ,მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის შენარჩუნება.

თავის მხრივ, ფერმერებმაც აღნიშნეს, რომ სოფელში უწყების რეკომენდაციებს იცავენ და წამლობაც უკვე მეოთხედ განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ სეს-ის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 155 ათასამდე ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სოფლის ტერიტორიები, ხოლო ცივი შესხურებით – 4 000-მდე ჰექტარი. აზიური ფაროსანას სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 50 ათასამდე “მოიზიდე და გაანადგურე” სადგური. სულ ღონისძიებები ჩატარდა 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში.

სტატია მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტისფარგლებშირომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებსის შესაძლოა არ წარმოადგენდესEBRD-ის შეხედულებას.