აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური საშუალებით ტერიტორიების დამუშავება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოსახლეობის მხრიდან ხშირი იყო შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ არ ხდებოდა წამლობამდე მათი წინასწარი ინფორმირებულობა, რაც მათ შიდამეურნეობს გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა.
დასავლეთ საქართველოში უკვე წამლობის მესამე ეტაპი დაიწყო. ჩვენ დავინტერესდით ამ პერიოდის განმავლობაში როგორ შეიცვალა ადგილობრივი თვითმართველობის მიერ მოსახლეობის ინფორმირებულობის მაჩვენებელი.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი განმარტავს რომ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი ხელისუფლება 24 საათით ადრე აფრთხილებს და შემდეგ უკვე სოფლის წარმომადგენლებთან ერთად იწყებენ მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელებას.
მედიაპროდუქტი მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.