აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში ენერგომომარაგების მხრივ არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს და ზამთრის სეზონთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში თორნიკე რიჟვაძე “ენერგო-პრო ჯორჯიას” რეგიონული ფილიალის ახალ ხელმძღვანელს ალექსანდრე მეტრეველს გაეცნო, რომელიც კახა ქიტესაშვილს ჩაანაცვლებს და უფლებამოსილებას მომავალი კვირიდან შეუდგება.