მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს განცხადება

ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს განცხადება

741
0

ჩვენი დაწესებულების ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო აცხადებს შემდეგს
ყველა თანამედროვე საკანონმდებლო რეგულაციით, ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც, ორგანიზაციის სახელით ინფორმაციის გავრცელების ან ქმედებების ლეგიტიმაცია აქვს მხოლოდ ორგანიზაციის წარმომადგენლობით რგოლს.
ერთი ან რამოდენიმე თანამშრომლის პოზიცია და ქმედებები არ ასახავს ორგანიზაციის ან თანამშრომელთა გუნდის პოზიციას.
ჩვენი დაწესებულება წარმოადგენს საზოგადოების მხოლოდ ერთ შემადგენელ ნაწილს და გასაგებია, რომ საზოგადოების განწყობა ამა თუ იმ ინტენსივობით აისახება დაწესებულების თანამშრომლებზე. არ შეიძლება რომ ორგანიზაციაში სადაც 500-ზე მეტი ადამიანი შრომობს ყველას ჰქონდეს ერთნაირიდამოკიდებულება საკითხებისადმი. გამომდინარე აქედან საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლების სხვადასხვა რაოდენობა აფიქსირებდა მოსაზრებების იმ მრავალფეროვნებას, რაც შესაბამისი და მოსალოდნელია არსებულ პირობებში. სწორეთ ეს გარემოება და მედიკოსთა ჰუმანიზმი გახდა იმის მიზეზი, რომ ორგანიზაცია არ წარმოჩნდა როგორც ერთიანი მონოლითური გუნდი, და ცალკეული თანამშრომლების საზოგადოებრივი აქტივობა არ გახდა ჩვენი განხილვის ან კონტრქმედებების საგანი.
რესპუბლიკური საავადმყოფო კვლავაც აგრძელებს მუშაობას უწყვეტ რეჟიმში, და რჩება ადამიანების ჯანმრთელობის სამსახურში. ჩვენ მზად ვართ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას რაც თანამედროვე მედიცინის განვითარებას უკავშირდება. გარწმუნებთ, ჩვენი დაწესებულების თანამშრომელთა გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ახალი ინფრასტრუქტურისპირობებში სრულფასოვნად განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი მაღალი დონის სამედიცინო დახმარების სტრატეგია.
ბოლო პერიოდში ჩვენი დაწესებულება საქმიანობს„მშენებლობის ეპიცენტრში“. რამოდენიმეჯერ შეიცვალა, შემცირდა და ტრანსფორმირდა ჩვენი მოქმედების არეალი. მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, ჩვენი იმედი, მომავალი, ჩვენს თვალწინ იძენს რეალურ სახეს. ჩვენი ახალი კორპუსი, დღეს უკვე არის ჩვენი ქალაქის არქიტექტურის ჰარმონიული ნაწილი. ჩვენ, რათქმაუნდა ძალიან გვეჩქარება, რომ მოგვეცეს ახალ პირობებში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. ჩვენი „მოუთმენლობა“ არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიახლის სურვილთან. უბრალოდ არსებულ პირობებში მუშაობის მზარდი სიძნელე, ინფრასტრუქტურული და ორგანიზაციული ხარვეზები იწვეწვს ჩვენი პაციენტების უკმაყოფილებას, რაც თავის მხრივ ძალიან მტკივნეულია.
გვინა დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვისაც პირდაპირ თუ ირიბათ მიუძღვის წვლილი ჩვენი საავადმყოფოს განახლების და სრულყოფის საქმეში.