ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარია. დაკვამლიანება იმ ადგილის მიმდებარედ შეინიშნება, სადაც სამი დღის წინ რამდენი ჰექტარი დაიწვა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე- მაშველები და ხანძარი საწინააღმდეგო სამუშაოებს ასრულებენ. უწყებისვე ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთვება.
აღსანიშნავია, რომ რთული რელიეფის გამო ადგილზე სპეციალური ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება და სახანძრო-სამაშველო და რეინჯერთა ჯგუფები ფეხით გადაადგილდებიან. რამ გამოიწვია აალება ან რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, უცნობია.შეგახსენებთ, რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი სამი დღის წინაც გაჩნდა.
ლიკა შარაძე