,,ხელისუფლების წინაარჩევნო ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა,,. ამ თემაზე ბრიფინგი გამართა “ლელო საქართველოსთვის” ბათუმის საკრებულოს სიის პირველმა ნომერმა ირაკლი კუპრაძემ. მისი განცხადებით , ხელისუფლება წინასაარჩევნოდ აკავებს ახალგაზრდებს და ხმების სანაცვლოდ ვაჭრობს მათი თავისუფლებით.
საუბარია ბოლო თვენახევრის განმავლობაში მედიით გახმაურებულ რამდენიმე დაკავებაზე, ირაკლი კუპრაძის თქმით, დაკავებულების ოჯახის წევრები ერიდებიან ამ თემაზე მედიასთან საუბარს და ისინი მზად არიან ახალგაზრდების თავისუფლების სანაცვლოდ, ,,ქართული ოცნების,, სასარგებლოდ ხმების მობილიზებაზე იმუშაონ.კუპრაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტონ მსგავსი მეთოდებით ოპოზიციასთან ბრძოლა და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა
,,ქართული ოცნება ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალადობრივი ნარკო-პოლიტიკის გამოყენებით არღვევს კანონს და ბათუმის აჭარის მაშტაბით და ეს არ არის მხოლოდ ბათუმისთვის დამახასიათებელი პრობლემა მსგავსი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან ხდება თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მთელ საქართველოში ჩვენ ვხედავთ რომ კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე თუ ლოკალურ სივრცეებში ხდება დაკავება ახალგაზრდებისა ნარკო დანაშაულის გამო შეიძლება ითქვას რომ ხმამაღალი ნათქვამია და შემდეგ ამ ადამიანების გათავისუფლების სანაცვლოდ პირობითი გარიგებების სანაცვლოდ მათ თხოვენ მათ ახლობლებს,ოჯახის წევრებს, მეზობლებსა და ნათესავებს, რომ კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე ,,ქართულ ოცნებაზე’’ უნდა იმუშაონ და ამოიღონ როგორც მინიმუმ 500-600 ხმა და მხარდაჭერა ,,ქართული ოცნების’’ მისამართით ეს ადამიანები ჩვენს ქალაქში არიან მიმოფენილი ყველგან კონკრეტული უბნების დასახელებით შემოიფაირგლება დღეს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება ეს არის:ჭაობის დასახლება,ეს არის ბენზეს,ბარცხანის,გარადოკის დასახლება, ე.წ პივზაოდის დასახლება,სადაც მარტივად შეიძლება დაპირველ რიგში საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რაზე ვსაუბრობთ ჩვენ,დღეს ქართული ოცნება ტყვეთა სყიდვით არის დაკავებული როცა აკავებს ძალადობრივი ნარკო პოლიტიკის გავლენით ახალგაზრდებს და ითხოვს შემდეგ გამოსასყიდს საარჩევნო ხმების სახით ჩვენი მოსახლეობისგან,მსგავსი ქმედება ჩვენ ვნხეთ წინა წელსაც და ეს გაგრძელდება ყოველ საარჩევნო პერიოდში და მივმართოთ პირველ რიგში საზოგადოებას ნუ დაყვებიან ტყვეთა გამოსყიდვის პროცესს რომელიც ქართული ოცნების მხრიდან უკვე მრავალი არჩევნებია არის აპრობილებული მეთოდი მივმართავთ მათ რომ თუ ისინი ჩაყვებიან ამ მძიმე თამაშში ხელისუფლებას მომდევნო არჩევნებზე რომელიც შეიძლება ექვსი თვის შემდეგ ჩვენ გვქონდეს თვალწინ ისევ დააკავებენ მათი ოჯახის წევრებს მათ მეგობრებს ამ უბნებში და ისევ დაიწყება მათი გამოსყიდვისა და გამოთვისუფლებისათის ხმებზე ნადირობა ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და პირველ რიგში პროკურატურას მოვუწოდებთ რომ დაიწყოს გამოძიება მსგავს ქმედებებზე მოიკითხონ უბნის ინსპექტორების გავლით საუბნო სივრცეებში ის მძიმე დარღვევებირომელიც ეხება დაკავებას და ჩვენ არაერთხელ გვინახავს ბოლო თუნდაც ერთი თვის განმავლობაში თუნდაც მხოლოდ ბათუმში გაჟღერებული მრავალი სტატია და საინფორმაციო გამოშვება სადაც ვნახეთ რომ დაკავებულია ათობით ადამიანი და სტატისტიკაც კი ნათლად მიუთითებს რომ ის რაც მოხდა ბოლო თვენახევრის განმავლობაში ეს არყოფილა მთელი წლის მონაცემებიც კი,განსაკუთრებულად აკავებენ ახალგაზრდებს რომელთა მიმართ საზოგადოების მგრძნობელობა არის ძალიან მაღალი და მათი გამოთვისუფლებისა და გამოსასყიდის ფასი არის ხმები ქართული ოცნების სასარგებლოდ“-აცხადებს ირაკლი კუპრაძე.
ავტორი: ნინი ივანაძე