მსხვერპლშეწირვა“, „ანდრო“ და „ჯარა“, ამ სახელწოდებების ფილმებმა მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების დაფინანსება კონკურსის ფარგლებში მოიპოვეს. კონკურსი „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შემდეგი გამარჯვებული პროექტები გამოავლინა: მხატვრულ, მოკლემეტრაჟიან ფილმებს რეჟისორები გია დიასამიძე და თორნიკე გოგრიჭიანი გადაიღებენ, ხოლო დოკუმენტურ ფილმს ”ჯარა”, რეჟისორი ნიკოლოზ წიკლაური გადაიღებს, ფილმის გადასაღებად 15 ათასი ლარია გამოყოფილი.