ახლახანს, 34 წლისთავი აღნიშნა აჭარის ტელევიზიამ, რის მერეც გადავწყვიტე მეექვსე, ეპიზოდის დაწერა. არადა ფეხს ვითრევდი; ცოტა არ იყოს დამღალა ამ მარგალიტების ფრქვევამ ტელევიზიის მიმართულებით, იმ დროს, როდესაც ბევრად საინტერესო მოვლენები ვითარდება სხვა სფეროებში. დაველოდები-მეთქი, ამ უნიჭო უზურპატორების მიერ მაგ ბედოვლათ უწყებაში მანდატის ვადის ამოწურვას და მერე ვიტყვი საბოლოო სიტყვას-თქო. პარალელურად კი, უკვე ამ ხედვების კრებულით მორიგ კონკურსში მივიღებ მონაწილებას. იქნებ იმ მომენტისათვის მაინც, შეიცვალოს გაბატონებული მიდგომები და დირექტორი გამოცდილების, იდეების ორიგინალურობისა და გენერირერების უნარის, ასევე დამსახურების მიხედვით აირჩიონ და არამც, პიროვნული თვისებების ნიველირების, ნეპოტიზმის, თამადობის, მლიქვნელობისა თუ გაბატონებული კონცეფციების მზუთხაობის გამო.
ვეღარ მოვითმინე! რადგანაც ყველა მოლოდინს გადაამლაშეს; ის ანგაჟირებული, გაუნათლებელი ქალბატონი კაპანაძეც კი დაჩრდილეს თავისი შეზღუდულობითა და უტიფრობით.
სიტყვაზე, როდესაც პირველად, „ბათუმური პლატფორმის“ ფორმატით დავსვი კაპანაძის გადადგომის საკითხი, რასაც უმაღლეს საბჭოში უმალვე განხილვა მოჰყვა, შემდეგ კი აჭარის ინტელიგენციისა და ივანიშვილის გამოხმაურებაც კი და ა.შ., როგორ ვიფიქრებდი, რომ მთელი ამ მრავალსაფეხურიანი აქტივობების შედეგად, ცუდზე უარეს მივიღებდით. ამაზრზენი, ანტიქართული იდეოლოგიის ნაცვლად უუანარო, იდეურად გამოშიგნულ, მედუქნეს მსოფლმხედველობის მქონე, ახალ დირექტორს და მიდი-მოდი, მის ფავორიტ ფერმქთალ წრეს.
რომ ვიღაც რუხი, ბათუმისთვის უცხო, ანგარებიანი ავანტიურისტი, დღისით-მზისით, გაიძვერობით დაითრევდა, შემდეგ კი თავის სინეკურად აქცევდა აჭარის ტელევიზიას. ამ, საკვანძო რეგიონის უმნიშვნელოვანეს მედიაბერკეტს; რომელიც, პირადად მე საგანმათლებლო და სოციალური საინჟინრო საქმიანობისთვის მჭირდებოდა და არა მასავით, საპატიო პენსიის მისაღებად.
გეგმა შემდეგი მქონდა _ ტელევიზიის, მხოლოდ დეიდიოლოგიზაცია უნდა მომხდარიყო და არამც დაბლაგვება. მივიღეთ კი რა? განათლებული, მოქალაქეობრივად მოაზროვნე საზოგადოებისთვის მედიაპლატფორმის აშენების ნაცვლად, მაუწყებლის, „სოციალური ინჟინერიისთვის“ უვარგის იარაღად გარდაქმნა. არადა, კრეატიული გუნდიც შერჩეული მჰყავდა მაქაური სტაფიდან და კომპეტენტური ხალხი გარედანაც. ასევე დაბალანსებული, ავტორტეტული საზოგადოებრივი საბჭოც შერჩეული და გაჟღერებული კიდეც კონკურსზე. სახელდობრ, თუ ვის და რა ფორმით უნდა შეესრულა შეკავების და გაწონასწორების ფუნქცია „აჭარის ტელევიზიაში“. ერთგვარი ფორუმი, სარედაქციო საბჭოს ელემენტებით, რომელიც არავის მისცემდა მანდ საშუალებას, მკვეთრად გადახრილიყო რომელიმე პარტიულ, კონფესიურ თუ ფორმაციის მხარეს.
(!) ამოსავალი, მთელ ამ ჩემს მიდგომებში იყო ქართული სახელმწიფო და მისი გრძელვადიანი ინტერესები, ასევე ჯანსაღი, თავისუფლად და კრიტიკულად მოაზროვნე თაობის აღზრდა და ა.შ. კოხრეიძეს საქმიანობის შედეგად კი, კასტრირება მოხდა ტელევიზიის; რაც ერთის მხრივ გამოიხატება „საინფორმაციოს“ დასაჭურისებაში, მეორეს მხრივ კი, ე.წ. შემოქმედებით სეგმენტში (კაპანაძე-ცეცხლაძის მემკვიდრეობაში) მემერცხენე ლიბერალური დისკურსის გაღვივებაში, ჩაქრობის ნაცვლად. სიტყვაზე, ძაან უნიჭო და პროფშეუსაბამო უნდა იყო, რომ საქმე მაქამდე მიიყვანო; თეორიაში, საზოგადოებრივი სიკეთეების დასამკვიდრებლად უბადლო ორლესულის ნაცვლად (რასაც „აჭარის ტელევიზია“ წარმოადგენს თეორიაში), რეგიონში გაბატონებული ნეპოტიზმის, ხაზინის ქურდობის ფაქტებისა და ავკაცობის გამოსავლენად, მიიღო „ბრეჟნევის საინფორმაციო“ & შემოქმედებით ნაწილში, „იდენტობის პოლიტიკის“ მიმდევრებითა & წერა-კითხვის უცოდინარი, ენჯეო-სელიბრითების მოტინგიცე ტუსოვკა. საერთო ჯამში, მთელი ამ კოხრეიძისეული კვაზირეფორმის შედეგად, ნაგავი მივიღეთ-თქო, რომელშიც ისედაც გაძვალტყავებული სახელმწიფო 10 000 000 იხდის.
მეგობრებო (!) რომ სწორად უმკურნალო, სწორი დიაგნოზი უნდა დასვა და არც ქირურგიულ ჩარევას მოერიდო თუ მეტასტაზები სიღმეებშია გასული. ჩემი პროგრამის ესენციაც ასეთი იყო მაშინ, და არათუ აკმაყოფილებდა დღის წესრიგს, არამედ თავად ახდენდა „აჯენდის“ ფორმირებას. ყველაზე უკეთ, ეს თუნდაც მჟღავნდებოდა იმაში, თუ როგორ, ერთი-მეორეს მიყოლებით კონკურსანტები ამახვილებდნენ ყურადღებას სწორედ რომ ის საკითხებზე, რომლებიც მე წამოვწიე კონკურსის მსვლეობისას. ანდა სულაც ჩემს გადაფარვას ცდილობდნენ მონათესავე ნეოლიბერალური მედიაპლატფორმების მეშვეობით. არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ აქ ყველამზე მეტად მაცინა და თავი გამოიჩინა, აჭარის ერთ-ერთმა ოდიოზურმა კორესპონდენტმა. აი იმ ეგზალტირებულმა ქალბატონმა, ამას წინათ, ვაქხანკას დარი ყიჟინით რომ მეუფე დიმიტრის უვარდებოდა რეზიდენციაში და ყველაფერში, დაწყებული ეკლესიით და დამთავრებული ქართული ტრადიციების ტირაჟირებით, რომ პუტინის კვალი ელანდება!.. ჩემს რეპლიკაზე (კონკურსის მსვლელობისას), რომ ტელევიზია მხოლოდ ჟურნალისტიკა არ არის და ცოდნაა სოციოლოგიის, ზემოქმედების ტექნოლოგიების, ისტორიის, კულტუროლოგიისა და ეთნოფსიქოლოგიის.., მან მყისვე გამოაცხო სიუჟეტი, სადაც მე თურმე ვამბობ, რომ „ტელევიზია ჟურნალისტიკა არ არის“_ო. და განა, მხოლოდ ეს ერთი ეპიზოდი იყო ასეთი თავხედური, საუკეთესო ენჯეოშნიკურ სტილში ბულინგის მაგალითთაგან? როდი _ არსით უამრავი მსგავსი, დაწყებული ჟურნალისტის მანტიაში, მილიტარ-სტილში გადაწყვეტილი ნაცაქტივის ვაშაპატრიოტული ბოდვებიდან, დამთავრებული „იდენტობის პოლიტიკის“ აპოლოგეტებით, ჩემს მიმართ ე.წ. „უარყოფის კულტურის“ ინსტრუმენტების ამოქმედებით. მაგრამ საერთო ჯამში, კნავილის მეტი არაფერი გამოსდიოდათ, რადგანაც „ჰაიპსა“ და ეპიგონობას არ უწერია დიდი სიცოცხლე, მით უფრო მართალი სიტყვის წინააღმდეგ. მოკლედ, საბავშვო ბაღი; არადა თავიდან, უმეტესობა მხოლოდ ახალ შენობას და დაფინანსების გაზრდას ითხოვდა, ასევე დაზეპირებული „კანონს მაუწყებლის შესახებ“ თხრობით შემოიფარგლებოდა. განსაკუთრებით ისინი, ვისაც მიკროფონით სირბილი, უადგილო „სტენდ-აპეპი“, სიუჟეტურ-ვიზუალური დრამატურგიის ნაცვლად და ვიდეორედაქტორში მუშაობა, ჟურნალისტიკა ჰგონია.
ამასთან ერთად დავსძენდი, ჩემს მიერ პედალირებულ საკითხთა აქტუალობაზე მოწმობს ისიც, თუ როგორ აიტაცა ზოგადქართულმა თავისფალმა პრესამ ჩემი კონცეპტები.
(?) არადა რა მინდოდა, ის რაც ქართულ სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებში არ შედის; ვუღეჭავდი და ვაჟღერებებდი კიდეც მაშინც შემდეგ მოთხოვნებს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აჭარის ტელევიზია უკვე დღეს, ტრასფორმირებული იქნებოდა დინამიურ, „დრაივით“ სავსე, საგანმათლებლო-გასართობ და რაც მთავარია კონცეპტუალურ მაუწყებლად. მაშინ ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ: აჭარის ტელევიზია დასნეულებულია მემარცხენე ლიბერალიზმით, ისმის ქსენოფობიური შეძახილები, მიდის იერიში ეკლესიაზე, ხდება რეგიონის ტრადიციულ-კონსერვატორული მოსახლეობის ცხოვრების წესის დისკრედიტაცია. ნეოლიბერალიზმის უტიფარი პროპაგანდა გახდა კაპანაძის გუნდის ხელწერა. აჭარის ტელევიზია მაგ ხალხის ხელში იქცა ცენტრალური „მიშისტური“ ტელევიზიების ფინაჩ იმიტატორად. მოტინგიცე ჰიპსტერებისა და სელიბრითების ბუდედ, სადაც ჰედონისტური ფასეულობების, გემბლინგისა და ნარკოტიკების პოპულარიზაცია მიდის!..
ფაქტია, ეს მოწოდება შესმენილ იქნა იმ მომენტისთვის. კაპანაძე გადააყენეს. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე ასეთ ვითარებებში, უმალვე გამოჩნდა „მარადიორების“ კონტიგენტი, ვისაც მოუნდა ტელევიზიის ლეშის (სხვაგვარად ვერ ვუწოდებ კაპანაძის მემკვიდრეობას) ხელში ჩაგდება. და მე, არათუ ხმის ამომღები არ ვიყავი, რომ დამენახა საჭირო ცვლილებები – არამედ თავიდან, კიდეც ხელი შევუწყვე, რის გამოც ბოდიშს ვუხდი აჭარის ტელევიზიის კოლექტივის ჯანსაღ იმ ნაწილს, რომლებიც ამ ხორცმეტების, სცილასა და ქარიბდას შორის მოხვედრილნი (კაპანაძე-ცეცხლაძის, ძველი და ახალი დაჯგუფებებს შორის), იჭყლიტებიან და მძევლის როლში, აწ უკვე მერამდენე წელი იმყოფებიან…
გაგრძელება იქნება.