ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოძრაობა „არ გადადოს” წევრებმა უკრაინის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი განცხადებით, რუსეთი არის ოკუპანტი, ქვეყანა რომელიც ქართულ მიწებთან ერთად, უკრაინის მიტაცებასაც ცდილობს.
„ჩვენ მოვუწოდებთ ,,ქართული ოცნებას” უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადონ. სასაცილო რეზოლუცია წარმოადგინეს, სადაც რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები.
უკრაინა, 2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომის დროს ქართველი ხალხის გვერდით იდგა. რუსეთი არის მკვლელი, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ უკრაინის გვერდით ვიდგეთ“,- აცხადებს გიორგი ნაგერვაძე.