საქართველოში კორონავირუსის 19 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალაკიდევ 55 ადამიანი.
ბოლო 24 საათში 3 174 აცრა ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია – 31,11%, ბოლო 14 დღის – 30,24%, ბოლო 7 დღის – 33,04%.
გასული დღე–ღამის განმავლობაში ჩატარდა 64 187 ტესტი.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 23 675
რაც შეეხება აჭარას, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 1654 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი. დროის ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 834 მოქალაქე.
კოვიდ კლინიკებში მოთავსებული 759 ინფიცირებული, კოვიდ სასტუმროში 481, ხოლო სახლში მკურნალობას გადის 9 874 პაციენტი.